1.საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის ვალდებულება , გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული და შემოღებული გადასახადი , აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი , ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია .
2.საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.
3.გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან , რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ან / და სანქციის თანხის გადახდას .
4.საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ჯამური საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო/საბაჟო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა?
შპს „გ.“ მოითხოვდა სარკინიგზო მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანების არარსებობის აღიარებასა და მომსახურების განხორციელების დავალებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძვლებს. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
როდის შეიძლება საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი დავალიანების არარსებობის აღიარების დავაში?
შპს „კ“ მოითხოვდა გადაზიდვისა და სადგურის მომსახურების საფასურთან დაკავშირებული დავალიანების არარსებობის აღიარებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ დავალიანების არარსებობის აღიარების საკითხზე არსებობდა სასამართლო პრაქტიკა და არ დასტურდებოდა საქმის შედეგზე არსებითად მოქმედი საპროცესო დარღვევა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის ვალდებულება , გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული და შემოღებული გადასახადი , აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი , ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია .2. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.3. გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან , რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ან / და სანქციის თანხის გადახდას .4. საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ჯამური საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო/საბაჟო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №42 · ძალაშია 1 იან. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2011 – 1 იან. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
57-ე მუხლის მე-4 ნაწილი ახლებურად განსაზღვრავს, რომ სრულ ლარებში გაიანგარიშება დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ასახული ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხა.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
57-ე მუხლის მე-4 ნაწილში სრულ ლარებში გაანგარიშებისა და 1 ლარამდე ვალდებულების განულების წესი გავრცელდა საბაჟო დეკლარაციაზე და საბაჟო ვალდებულებაზეც.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
57-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში საგადასახადო ვალდებულებაში სანქციაც შევიდა, ხოლო ახალი მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სრულ ლარებში გაანგარიშებას და 1 ლარამდე ვალდებულების განულებას.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…მიმდინარე კონტროლის პრ…ამნისტიისა და არადეკლა…