საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 108. საქონლის / მომსახურების საკონტროლო შესყიდვა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე) ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.

3.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოდის, როგორც ფსევდომომხმარებელი, და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობების გაცემა.

4.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.

5.თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბრუნებელი თანხის ამოღების მიზნით აღნიშნული გადამხდელის მიმართ ხორციელდება ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები საკონტროლო შესყიდვის მოცულობით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე) ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება. 3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოდის, როგორც ფსევდომომხმარებელი, და ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობების გაცემა. 4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები. 5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს). 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბრუნებელი თანხის ამოღების მიზნით აღნიშნული გადამხდელის მიმართ ხორციელდება ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები საკონტროლო შესყიდვის მოცულობით. საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    108-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში შინაარსი ადგილებით გაცვალა: პირველი ახლა განსაზღვრავს შესყიდვის მიზანს (დაემატა კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენა), მე-2 კი ორგანოს უფლებამოსილებას. დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები ფსევდომომხმარებლის, ფსევდომოწმობებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ, ასევე მე-6 ნაწილი ჯარიმისა და უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  3. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009

    108 მუხლის მე-2 ნაწილში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას საკონტროლო შესყიდვასთან ერთად დაემატა გადამხდელისთვის საქონლის/მომსახურების შესაძენად შეთავაზება დარღვევის გამოსავლენად.

  4. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    108-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი საკონტროლო შესყიდვის ოპერაციის გაუქმების პირობებისა და შედეგების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶8⁷258499542 (დ…43 (დ…17 (დ…2920¹28323076108
მითითებამნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ადმინისტრა…საგადახდო სისტემისა და…სახელმწიფო შესყიდვების…