Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 122

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 122. საგადასახადო საიდუმლოება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება
თემები:ფიზიკური პირების კრიპტო სამართლებრივი დახმარებასაგადასახადო დაგეგმვაკრიპტო გადასახადებიდაცვის სტრატეგიებიინტელექტუალური საკუთრების შეფასებაIP სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სახელწოდებისა, მისამართისა და საიდენტიფიკაციო ნომრისა.

2.საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით; დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; ე) აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში; ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანების შესაბამისად; ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

3.საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც მათთვის ნებადართულია ამ ინფორმაციის გაცემა.

4.პირს, რომელმაც მიიღო ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვს გაახმაუროს ამ ინფორმაციის საიდუმლოება და ვალდებულია მისი ამსახველი დოკუმენტები დაუბრუნოს საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

5.საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად ითვლება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის, მოწვეული სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან სხვა პირისთვის გადაცემა.

6.ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების მიმართ.

7.საგადასახადო ორგანოებში არსებული საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირები.

8.საგადასახადო საიდუმლოების ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.

10.ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №218 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.134 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №881 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.315 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2294 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.325 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი VII საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XVII საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სახელწოდებისა, მისამართისა და საიდენტიფიკაციო ნომრისა. 2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით; დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; ე) აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში; ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანების შესაბამისად; ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. 3. საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც მათთვის ნებადართულია ამ ინფორმაციის გაცემა. 4. პირს, რომელმაც მიიღო ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვს გაახმაუროს ამ ინფორმაციის საიდუმლოება და ვალდებულია მისი ამსახველი დოკუმენტები დაუბრუნოს საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. 5. საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად ითვლება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის, მოწვეული სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან სხვა პირისთვის გადაცემა. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების მიმართ. 7. საგადასახადო ორგანოებში არსებული საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირები. 8. საგადასახადო საიდუმლოების ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 9. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოების მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე. 10. ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2008 წლის  15 ივლისის კანონი №218 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.134 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №881 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.315 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2294 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.325 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 კარი VII საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა თავი XVII საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 იან. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    122-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტს ამატებს ინფორმაციის მიმღებ ორგანოებს.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    122-ე მუხლს დაემატა წესი, რომლის მიხედვით გადამხდელის მიერ საკუთარი საგადასახადო ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება ან გავრცელება ნიშნავს ნებართვას მესამე პირისთვის ამ ინფორმაციის გადაცემაზე.

  3. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    მე-5 ნაწილში საგადასახადო საიდუმლოების გახმაურების წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა: ინფორმაციის პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან სხვა პირისთვის გადაცემა. მე-6 ნაწილში გამონაკლისის მითითება 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის წლიური ანგარიშებიდან 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის საჯარო შეტყობინებაზე გადავიდა.

  4. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    122-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მიმღებად ახლა დასახელებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის ნაცვლად; ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველი უცვლელია.

  5. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    122-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში საჯარო ინფორმაცია ახლა განისაზღვრება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის კრიტერიუმით; კანონსა და სამოქალაქო კოდექსზე მითითებები ამოღებულია.

  6. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    122-ე მუხლში „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც კონტროლის პალატა საგადასახადო საიდუმლოების მიმღებ ორგანოთა რიცხვში შევიდა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

  7. 1 ოქტ. 2008· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    122-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში საგადასახადო საიდუმლოების მიმღებია „აღმასრულებელი“ და არა სასამართლოს აღმასრულებლები. აღსრულების პროცესი განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებით და არა საგადასახადო დავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით.

  8. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    122-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში საწესდებო კაპიტალის ინფორმაცია შეიცვალა რეესტრებში გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციით.

  9. 22 დეკ. 2006

    122-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რეესტრი ახლა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო რეგისტრაციის რეესტრად არის მოხსენიებული.

  10. 28 აპრ. 2005

    122-ე მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია არბიტრაჟი; „ე“ ქვეპუნქტი აღსრულებას ახლა საგადასახადო დავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიხედვით განსაზღვრავს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 121შემდეგი მუხლი 123

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისთვის თავის არიდება (მუხლი 218) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბიუჯეტო თანხების მიტაცება/გაფლანგვა (მუხლი 182)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება (მუხლი 210/218)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა სტარტაპებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 10 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბაჟო… 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 39საგადასახადო საიდუმლოება
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა
  • 9 (დანართი 1)ინფორმაციის კონფიდენციალობა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 11საბაჟო საიდუმლოება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 24საბანკო საიდუმლოება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 17საბანკო საიდუმლოება

დაზღვევის შესახებ

  • 29სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶101629441739513810 (დ…9 (და…5 (და…1124122
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…