საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 121. საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილების გამოტანა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ორგანოს უფროსი / მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან / და საგადასახადო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ .

2.გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს/ საგადასახადო აგენტს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების, საგადასახადო სანქციების თანხის გადახდისა და გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ.

3.საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი და „საგადასახადო მოთხოვნა“ ბარდება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს.

4.თუ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის მეწარმე ფიზიკური პირი ან საწარმოს/ორგანიზაციის თანამდებობის პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება წარმოებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

5.საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით . ამასთან , საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება , თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „ საგადასახადო მოთხოვნის “ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადის ძირითადი თანხა . საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1355 - სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.127 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1858 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.258 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ორგანოს უფროსი / მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან / და საგადასახადო სანქციების თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ . 2. გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს/ საგადასახადო აგენტს ეგზავნება „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების, საგადასახადო სანქციების თანხის გადახდისა და გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის შესახებ. 3. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ასლი და „საგადასახადო მოთხოვნა“ ბარდება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს. 4. თუ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის მეწარმე ფიზიკური პირი ან საწარმოს/ორგანიზაციის თანამდებობის პირი ექვემდებარება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება წარმოებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით . ამასთან , საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება , თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „ საგადასახადო მოთხოვნის “ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადის ძირითადი თანხა . საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1355 - სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.127 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1858 - სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.258 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    121-ე მუხლის პირველ ნაწილში გადაწყვეტილება ეხება შემოწმების მასალებსა და სამართალდარღვევის ოქმებს და დარიცხვასთან ერთად არდარიცხვასაც მოიცავს.

  2. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    121-ე მუხლის მე-5 ნაწილში დაფარვის ვადა 15-დან 45 სამუშაო დღემდე გაიზარდა და სანქციების თანხა ამოღებულია იმ თანხიდან, რომლის დაფარვაც დევნის დაუწყებლობის პირობაა; ასევე შესწორდა მართლწერა.

  3. · გამოქვეყნდა 23 აპრ. 2005

    121-ე მუხლის მე-5 ნაწილში მასალების მიმღებად დასახელდა საგამოძიებო ორგანო და ამოღებულია მასალების მოკვლევისთვის არგადაგზავნის დათქმა; დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა ფორმებს ეხება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶2702781226827129917 (დ…17² (…5 (და…7 (და…16443²121
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…