საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 148. სადავო თანხის გადახდის ვალდებულების შეჩერება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სადავო თანხისა და სანქციების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავის დაწყების დღიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული, თუმცა ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება. სადავო თანხისა და სანქციების გადახდევინება ხორციელდება საქალაქო (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში (არდაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში) და საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    148-ე მუხლში „საურავისა და ჯარიმის“ ნაცვლად გამოიყენება „სანქციები“, შეჩერების ვადა „დავის დასრულებამდე“-ის ნაცვლად სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდეა, ხოლო დაემატა გადახდევინების ფარგლები და 84-ე მუხლის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა.

  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    148-ე მუხლში სადავო თანხის, საურავისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულების შეჩერება უკავშირდება 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებულ დავას, ხოლო შეჩერების პერიოდში საურავი ძირითად თანხაზე გრძელდება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²90⁹36275288⁵288⁷48145146892542706317 (დ…18148
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…შენობების ენერგოეფექტუ…