საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 147. საგადასახადო დავის დაწყების წესი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საგადასახადო ორგანო მთლიანად ან ნაწილობრივ უარს აცხადებს „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე , იგი ვალდებულია , „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ პირს ამ კოდექსის 46- ე მუხლით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი . ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე უარს .

2.თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.

3.საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდი უნდა დაინომროს და საჩივრის ბოლოში , ხელის მოწერამდე სიტყვიერად უნდა მიეთითოს შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა .

4.მოდავე მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდზე .

5.საგადასახადო დავის დაწყების თარიღად ითვლება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შესაგებლის გაგზავნის თარიღი, ხოლო შესაგებლის გაუგზავნელობის შემთხვევაში – მისი გაგზავნის ვადის ბოლო დღე; ბ) პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული საჩივრის ან შეტყობინების გაგზავნის თარიღი. გ) პირის მიერ ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად საჩივრის დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის თარიღი .

6.ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად, იგი აღსასრულებლად მიიქცევა და „საგადასახადო მოთხოვნასა“ და აღნიშნულ აქტზე ვადისა და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ საგადასახადო ორგანო მთლიანად ან ნაწილობრივ უარს აცხადებს „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე , იგი ვალდებულია , „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ პირს ამ კოდექსის 46- ე მუხლით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი . ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე უარს . 2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ. 3. საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდი უნდა დაინომროს და საჩივრის ბოლოში , ხელის მოწერამდე სიტყვიერად უნდა მიეთითოს შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა . 4. მოდავე მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს საჩივრისა და მისთვის დართული მასალების ყველა გვერდზე . 5. საგადასახადო დავის დაწყების თარიღად ითვლება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შესაგებლის გაგზავნის თარიღი, ხოლო შესაგებლის გაუგზავნელობის შემთხვევაში – მისი გაგზავნის ვადის ბოლო დღე; ბ) პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული საჩივრის ან შეტყობინების გაგზავნის თარიღი. გ) პირის მიერ ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად საჩივრის დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის თარიღი . 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად, იგი აღსასრულებლად მიიქცევა და „საგადასახადო მოთხოვნასა“ და აღნიშნულ აქტზე ვადისა და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის  26 მარტის კანონი №2867 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.90

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    147-ე მუხლში ორ ადგილას ამოღებულია სუბიექტთა ჩამონათვალი „გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული“; პირველი შემთხვევა „ბ)“ ქვეპუნქტის შემდეგაა.

  2. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  3. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009

    147-ე მუხლის მე-2 ნაწილში საჩივრის ადრესატად შემოსავლების სამსახურთან ერთად დასახელდა საბჭოც, შესაბამისობის მითითებით.

  4. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში დანომვრისა და ხელმოწერის მოთხოვნა საჩივარს და მასთან დართულ მასალას მოიცავს.

  5. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    147-ე მუხლში წერილობითი შესაგებლის ვალდებულება ვრცელდება ნაწილობრივ უარზეც, ხოლო მე-2 ნაწილით გასაჩივრება ხდება წერილობითი საჩივრით შემოსავლების სამსახურში 20 კალენდარული დღის ვადაში. დაზუსტდა საჩივრის გაფორმების წესი, დავის დაწყების თარიღი და ვადის დარღვევის შედეგები.

  6. 147-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტყობინების გაგზავნის პირობიდან ამოღებულია არბიტრაჟის მიერ დავის გადაწყვეტა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²1454414614915282299646517² (…17¹ (…17 (დ…41⁹37¹⁰147
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…საგადახდო სისტემისა და…