საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 149. პირის საჩივარი და შეტყობინება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის საჩივარში უნდა აღინიშნოს: ა) უფლებამოსილი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის, საბჭოს) დასახელება; ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“, შესაგებლის, საგადასახადო ორგანოს უარის) გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელება, ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარების თარიღი და მოთხოვნის საგანი; დ) „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში – მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები; ე) მისთვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს დართულ მტკიცებულებებს.

2.ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული წერილობით შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება ; ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); გ) გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიღების (ჩაბარების) თარიღი, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით , და მოთხოვნის საგანი. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირის საჩივარში უნდა აღინიშნოს: ა) უფლებამოსილი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის, საბჭოს) დასახელება; ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“, შესაგებლის, საგადასახადო ორგანოს უარის) გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელება, ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარების თარიღი და მოთხოვნის საგანი; დ) „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში – მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები; ე) მისთვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს დართულ მტკიცებულებებს. 2. ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული წერილობით შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება ; ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); გ) გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიღების (ჩაბარების) თარიღი, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით , და მოთხოვნის საგანი. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 30 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    149-ე მუხლის პირველ ნაწილში შესაგებლის შინაარსი შეიცვალა საჩივრის შინაარსით, ამოღებულია დავის გადაწყვეტის ფორმის მითითება და მე-3 ნაწილი. მე-4 ნაწილის შეტყობინებაში დაზუსტდა მისამართი, ელფოსტა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

  3. 149-ე მუხლიდან ამოღებულია არბიტრაჟის მითითებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა: პირველი ნაწილის „ვ“, მე-2 ნაწილი, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21²²21⁶⁴17814714675⁵⁵702994417 (დ…17¹ (…17² (…41⁵149
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…