Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 146

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 146. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები და ზოგადი წესები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:საგადასახადო დავებიქონების გადასახადიტრანსფერული ფასწარმოქმნამედიაციასაარბიტრაჟო სტრატეგიასამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567891010¹111213

1.საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმებია : ა ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ; ბ ) დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ .

2.დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოში) განხილვის წესით შედგება ორი ეტაპისაგან: ა) დავის გადაწყვეტა შემოსავლების სამსახურში; ბ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო).

2¹.დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ხორციელდება ერთ ეტაპად იმ შემთხვევაში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები.

3.თუ პირმა დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია მისი გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, მას უფლება აქვს, დავის გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში იმავე ვადაში, რომელშიც მას უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილ საჩივარში.

4.თუ პირი დავას იწყებს ან დავას აგრძელებს სასამართლოში გასაჩივრებით, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით.

5.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას , აგრეთვე „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და საგადასახადო ორგანოს , შემოსავლების სამსახურისა და საბჭოს გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისათვის საჭირო ვადების განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ეს კოდექსი და მის შესაბამისად გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტების დებულებები .

6.საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება ნიშნავს მის საფუძველზე გამოცემული „ საგადასახადო მოთხოვნის “ გასაჩივრებას და პირიქით .

7.საგადასახადო დავის დაწყება არ აჩერებს საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8.პირის საჩივარი მთლიანად ან ნაწილობრივ არ განიხილება, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის დავაზე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში იმავე პირის მიმართ იმავე საგანზე საჩივრის არგანხილვის თაობაზე ან საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოზე საჩივრის არგანხილვის შესახებ; დ) მიმდინარეობს საგადასახადო დავა იმავე საგანზე იმავე პირის საჩივართან დაკავშირებით; ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ვ) საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა; ზ) არ არსებობს დავის დაწყების ფორმალური საფუძვლები; თ) გასულია საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ი) საჩივრის ხარვეზი არ გამოსწორდა ამ კოდექსით დადგენილი წესით; კ) გასაჩივრებულ „საგადასახადო მოთხოვნაში“ ასახულია აღიარებული გადასახადები და საგადასახადო ვალდებულებები. საჩივარი არ განიხილება ასეთი თანხების ნაწილში ; ლ) თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება (საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნაწილში), გარდა ამ კოდექსის 128 4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9.თუ მომჩივანი თავის უფლებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იცავს წარმომადგენლის მეშვეობით , წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის 43- ე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს .

10.სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან თავისი/მარწმუნებლის ინტერესები დაიცვას დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ეცნობება მომჩივანს ან მის წარმომადგენელს. თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, ან მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას სხდომაში პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, დავა მის დაუსწრებლად განიხილება.

10¹.დავის განმხილველ ორგანოსთან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით ურთიერთობის, მათ შორის, საჩივრის განმხილველი ორგანოს სხდომაში მომჩივნის დისტანციურად მონაწილეობისა და ამ პირის იდენტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

11.თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 149-ე მუხლის (გარდა ამ კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნებს, აგრეთვე საჩივარს არ დაერთვის გასაჩივრებული „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი, წერილობითი შეტყობინება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოწმების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გასაჩივრებული აქტების მომჩივნისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან საჩივარი ხელმოუწერელია, მომჩივანს წერილობით მიეთითება მათ შესახებ და ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემა არანაკლებ 5 კალენდარული დღისა. ამ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. თუ ხარვეზი აღმოჩნდა დავის განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება, დავის განმხილველი ორგანოს თანხმობით ხარვეზი შეიძლება გამოსწორდეს სხდომის მიმდინარეობისას. საჩივრის ხელმოწერისა და ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტრონული ფორმით წარდგენილ საჩივარზე.

12.საჩივრის წარდგენისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მომჩივანმა ამ ვადაში საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ან შემოსავლების სამსახურში.

13.ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე საგადასახადო დავის განახლება ან/და აღიარებული „საგადასახადო მოთხოვნის“ გადახედვა შეიძლება მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და ფაქტების წარმოდგენის შემთხვევაში. საგადასახადო დავა დაიწყება/განახლდება, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ მისთვის ხელსაყრელი გარემოებების ან ფაქტების წარმოუდგენლობა მისი ბრალით არ მომხდარა. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმებია : ა ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ; ბ ) დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ . 2. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოში) განხილვის წესით შედგება ორი ეტაპისაგან: ა) დავის გადაწყვეტა შემოსავლების სამსახურში; ბ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო). 2 1 . დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ხორციელდება ერთ ეტაპად იმ შემთხვევაში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები. 3. თუ პირმა დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია მისი გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, მას უფლება აქვს, დავის გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში იმავე ვადაში, რომელშიც მას უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილ საჩივარში. 4. თუ პირი დავას იწყებს ან დავას აგრძელებს სასამართლოში გასაჩივრებით, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას , აგრეთვე „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და საგადასახადო ორგანოს , შემოსავლების სამსახურისა და საბჭოს გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისათვის საჭირო ვადების განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ეს კოდექსი და მის შესაბამისად გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტების დებულებები . 6. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება ნიშნავს მის საფუძველზე გამოცემული „ საგადასახადო მოთხოვნის “ გასაჩივრებას და პირიქით . 7. საგადასახადო დავის დაწყება არ აჩერებს საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. პირის საჩივარი მთლიანად ან ნაწილობრივ არ განიხილება, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის დავაზე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში იმავე პირის მიმართ იმავე საგანზე საჩივრის არგანხილვის თაობაზე ან საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოზე საჩივრის არგანხილვის შესახებ; დ) მიმდინარეობს საგადასახადო დავა იმავე საგანზე იმავე პირის საჩივართან დაკავშირებით; ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ვ) საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა; ზ) არ არსებობს დავის დაწყების ფორმალური საფუძვლები; თ) გასულია საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ი) საჩივრის ხარვეზი არ გამოსწორდა ამ კოდექსით დადგენილი წესით; კ) გასაჩივრებულ „საგადასახადო მოთხოვნაში“ ასახულია აღიარებული გადასახადები და საგადასახადო ვალდებულებები. საჩივარი არ განიხილება ასეთი თანხების ნაწილში ; ლ) თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება (საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნაწილში), გარდა ამ კოდექსის 128 4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. თუ მომჩივანი თავის უფლებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იცავს წარმომადგენლის მეშვეობით , წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის 43- ე მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს . 10. სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან თავისი/მარწმუნებლის ინტერესები დაიცვას დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მომჩივნის მიერ დავის განმხილველ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენილ ინფორმაციას აქვს ისეთივე ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილს. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ეცნობება მომჩივანს ან მის წარმომადგენელს. თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, ან მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას სხდომაში პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, დავა მის დაუსწრებლად განიხილება. 10 1 . დავის განმხილველ ორგანოსთან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით ურთიერთობის, მათ შორის, საჩივრის განმხილველი ორგანოს სხდომაში მომჩივნის დისტანციურად მონაწილეობისა და ამ პირის იდენტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 11. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 149-ე მუხლის (გარდა ამ კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნებს, აგრეთვე საჩივარს არ დაერთვის გასაჩივრებული „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი, წერილობითი შეტყობინება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოწმების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გასაჩივრებული აქტების მომჩივნისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან საჩივარი ხელმოუწერელია, მომჩივანს წერილობით მიეთითება მათ შესახებ და ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემა არანაკლებ 5 კალენდარული დღისა. ამ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. თუ ხარვეზი აღმოჩნდა დავის განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება, დავის განმხილველი ორგანოს თანხმობით ხარვეზი შეიძლება გამოსწორდეს სხდომის მიმდინარეობისას. საჩივრის ხელმოწერისა და ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტრონული ფორმით წარდგენილ საჩივარზე. 12. საჩივრის წარდგენისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მომჩივანმა ამ ვადაში საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ან შემოსავლების სამსახურში. 13. ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე საგადასახადო დავის განახლება ან/და აღიარებული „საგადასახადო მოთხოვნის“ გადახედვა შეიძლება მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და ფაქტების წარმოდგენის შემთხვევაში. საგადასახადო დავა დაიწყება/განახლდება, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ მისთვის ხელსაყრელი გარემოებების ან ფაქტების წარმოუდგენლობა მისი ბრალით არ მომხდარა. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2387 - სსმ I, №44, 18.12.2009წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2807 - სსმ I, №13, 29.03.2010წ., მუხ.78 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    146-ე მუხლის მე-11 პუნქტში სხდომაზე აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ წინადადებაში ზმნა „აღმოჩნდება“ შეიცვალა „აღმოჩნდა“-თ, ხოლო გამოსწორების ადგილი „სხდომაზევე“ ჩამოყალიბდა როგორც „სხდომის მიმდინარეობისას“.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    146-ე მუხლში დაემატა ლ) ქვეპუნქტი, რომლითაც საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით მოცულ თანხებზე, გარდა 128⁴ მუხლის შემთხვევისა.

  3. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    146-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულია გამონაკლისი აუღიარებელ დავალიანებაზე 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შესახებ; დარჩა მხოლოდ 148-ე მუხლის გამონაკლისი.

  4. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    146-ე მუხლში გადაკეთდა დავის განახლების წინადადება: სიტყვა „აღმოჩენილი“ ამოვარდა და დავა ახლა „დაიწყება/განახლდება“, თუ ფაქტების წარუდგენლობა პირის ბრალით არ მომხდარა.

  5. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  6. 29 მარ. 2010
  7. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2009

    146 მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც ასეთ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვას ერთეტაპიანს ხდის.

  8. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-3 ნაწილში სასამართლოში გასაჩივრების უფლება ახლა არ არის დამოკიდებული სამინისტროს სისტემაში წარდგენილ საჩივარში ამის მითითებაზე. მე-4 ნაწილი სასამართლოში დავის დაწყების ან გაგრძელების შესახებ წინასწარ წერილობით შეტყობინებას ადგენს, ხოლო მე-5 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და მოიცავს მე-6–მე-13 ნაწილებს.

  9. 28 აპრ. 2005

    146-ე მუხლიდან ამოღებულია არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ფორმად (1 ნაწილის „ბ“), მე-3 ნაწილში გასაჩივრება ხდება მხოლოდ სასამართლოში, ხოლო მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში ამოღებულია „უშუალოდ“ და არბიტრაჟის მითითების მოთხოვნა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 145შემდეგი მუხლი 147

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქონების გადასახადის შეფასების გასაჩივრება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო გადაწყვეტილებების გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო დავების გადაწყვეტა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 9 ცვლილება · ბოლო 26 ივლ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 128⁴მუხლი 145მუხლი 147მუხლი 148მუხლი 149მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 153

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 297საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები
  • 296ზოგადი დებულებანი
  • 298საგადასახადო დავის პრინციპები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 33საბაჟო დავის წარმოება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 15¹ (დანართი 1)საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესი
  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 13²საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹⁴დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 9 (დანართი 1)დავის სამართლებრივი გადაწყვეტა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • 9¹სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 16დავის გადაწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²128⁴1451471481494315329729629815¹ (…17² (…37¹⁴33146
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…