საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 89. საბანკო ანგარიშიდან გადასახადის

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა 1. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებას მისი შესრულებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მისი საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

2.გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ იღებს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ბრძანებით, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს .

3.საინკასო დავალება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ წარედგინება იმ საბანკო დაწესებულებას, რომელშიც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება.

3¹.იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საინკასო დავალებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

4.საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და გადასარიცხი თანხის ოდენობა.

5.საინკასო დავალების საბანკო დაწესებულებაში წარდგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინკასო დავალებაში მოახდინოს გადასახადის თანხის ან/და ანგარიშსწორების ანგარიშის კორექტირება იმ დროისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

6.გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით წარდგენილი საინკასო დავალება შეიძლება შეჩერდეს: ა) ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო თანხის მოცულობის ფარგლებში; ბ) ( ამოღებულია). საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3027 - სსმ I, №22, 30.04.2010წ., მუხ.121 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა 1. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი არ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებას მისი შესრულებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მაშინ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მისი საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. 2. გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ იღებს საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ბრძანებით, რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . 3. საინკასო დავალება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ წარედგინება იმ საბანკო დაწესებულებას, რომელშიც მოვალეს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება. 3 1 . იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საინკასო დავალებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 4. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და გადასარიცხი თანხის ოდენობა. 5. საინკასო დავალების საბანკო დაწესებულებაში წარდგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინკასო დავალებაში მოახდინოს გადასახადის თანხის ან/და ანგარიშსწორების ანგარიშის კორექტირება იმ დროისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. 6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით წარდგენილი საინკასო დავალება შეიძლება შეჩერდეს: ა) ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო თანხის მოცულობის ფარგლებში; ბ) ( ამოღებულია). საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის  27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2010 წლის  23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26 საქართველოს 2010 წლის  27 აპრილის კანონი №3027 - სსმ I, №22, 30.04.2010წ., მუხ.121 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 იან. 2009 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2009 – 13 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  3. 6 აპრ. 2007 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  4. 1 თებ. 2007 – 6 აპრ. 2007 ტექსტი უცნობია

  5. 1 ივნ. 2006 – 1 თებ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    89-ე მუხლის მე-5 ნაწილში საინკასო დავალების შეჩერების ორი საფუძველი (ა და ბ ქვეპუნქტები) შეიცვალა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებით, აღიარებული დავალიანების ცვლილებისას დააკორექტიროს საინკასო დავალებაში გადასახადის თანხა ან/და ანგარიშსწორების ანგარიში.

  2. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    89-ე მუხლში გაუქმდა „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინტერესის შემთხვევას ითვალისწინებდა.

  3. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2010
  4. 89-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი საინკასო დავალების შეჩერების ორი საფუძვლით.

  5. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    89-ე მუხლის პირველ ნაწილში ვადა 10 სამუშაო დღეა და ჩამოწერა ვრცელდება ყველა საბანკო ანგარიშზე საანაბრო (ვადიანი) ანგარიშების გარდა; დაემატა მე-5 ნაწილი საინკასო დავალების შეჩერების საფუძვლებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶164⁴8778611489018²2435428317 (დ…5 (და…21 (დ…2989
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…