საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 204. დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების (მათ შორის, საჯარიმო სანქციების) მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას, ან თუ მან შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

2.თუ გადასახადის გადამხდელი ეწევა მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება ითვლება მოპოვებულად მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში.

3.თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავლის მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა გადასახადის გადახდის თვალსაზრისით მოიცავს რამდენიმე საანგარიშო პერიოდს, მაშინ შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

4.ბანკები სესხებზე დარიცხული პროცენტების შემოსავლად აღიარებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების (მათ შორის, საჯარიმო სანქციების) მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას, ან თუ მან შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. 2. თუ გადასახადის გადამხდელი ეწევა მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება ითვლება მოპოვებულად მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში. 3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავლის მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა გადასახადის გადახდის თვალსაზრისით მოიცავს რამდენიმე საანგარიშო პერიოდს, მაშინ შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით. 4. ბანკები სესხებზე დარიცხული პროცენტების შემოსავლად აღიარებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 204-ე მუხლის მე-3 ნაწილში ლიცენზიით გამოყოფილი მიწის დაბეგვრის წესი აღარ მიუთითებს პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო მთავრობის მიერ დადგენილ წლიურ საბაზისო განაკვეთს ერთ ჰექტარზე 3 ლარამდე ზღვარი დაესვა.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    204-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი ბანკების მიერ სესხების პროცენტების შემოსავლად აღიარების წესის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1553743¹1114114214073 (დ…21 (დ…48¹ (…2427204
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საგადახდო სისტემისა და…საზღვაო კოდექსიმოსაკრებლების სისტემის…