საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 247. დღგ - ის ჩასათვლელი თანხა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს.

2.ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის.

3.(ამოღებულია).

4.დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს: ა) მსუბუქ ავტომობილებზე, გარდა იმ პირების მიერ შეძენილი მსუბუქი ავტომობილებისა, რომელთა ძირითადი საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, ლიზინგით გაცემა, გაქირავება, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირის შემოსავლები მხოლოდ ავტომობილით მომსახურებაზეა დამოკიდებული; ბ) საქველმოქმედო ან სოციალური მიზნით გასართობი ღონისძიებებისათვის ან წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილ დღგ-ის თანხებზე; გ) ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილ დღგ-ზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების საწარმოებლად, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი შემდგომი მიწოდება; დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას; ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა გამოწერილი არ არის დღგ-ის გადამხდელის (გამყიდველის) მიერ ან მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში.

5.თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა განთავისუფლებულ ოპერაციებში ან იმ ოპერაციებში, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშ-ნული შემთხვევებისა), ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას ჩასათვლელი დღგ-ის თანხის იმ ნაწილზე და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. თუ შეუძლებელია ასეთი გამიჯვნა, დღგ-ის გასაუქმებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის პროპორციულად.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში წლიური დასაბეგრი და განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით.

7.ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, თუ ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში გადაცემიდან 4 კალენდარული წლის განმავლობაში პირის დასაბეგრი ოპერაციების ჯამი მეტია განთავისუფლებული ოპერაციების ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ჯამზე, პირს უფლება აქვს მთლიანად ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ შემდგომ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის გარეშე.

8.ამ მუხლის მე-5–მე-7 ნაწილებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ გათავისუფლებული ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

9.ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქონლის ჩამოწერის შემთხვევაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. 2. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის. 3. (ამოღებულია). 4. დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს: ა) მსუბუქ ავტომობილებზე, გარდა იმ პირების მიერ შეძენილი მსუბუქი ავტომობილებისა, რომელთა ძირითადი საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, ლიზინგით გაცემა, გაქირავება, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირის შემოსავლები მხოლოდ ავტომობილით მომსახურებაზეა დამოკიდებული; ბ) საქველმოქმედო ან სოციალური მიზნით გასართობი ღონისძიებებისათვის ან წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილ დღგ-ის თანხებზე; გ) ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილ დღგ-ზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების საწარმოებლად, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი შემდგომი მიწოდება; დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას; ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა გამოწერილი არ არის დღგ-ის გადამხდელის (გამყიდველის) მიერ ან მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში. 5. თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა განთავისუფლებულ ოპერაციებში ან იმ ოპერაციებში, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშ-ნული შემთხვევებისა), ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას ჩასათვლელი დღგ-ის თანხის იმ ნაწილზე და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. თუ შეუძლებელია ასეთი გამიჯვნა, დღგ-ის გასაუქმებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის პროპორციულად. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში წლიური დასაბეგრი და განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, თუ ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში გადაცემიდან 4 კალენდარული წლის განმავლობაში პირის დასაბეგრი ოპერაციების ჯამი მეტია განთავისუფლებული ოპერაციების ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ჯამზე, პირს უფლება აქვს მთლიანად ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ შემდგომ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის გარეშე. 8. ამ მუხლის მე-5–მე-7 ნაწილებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ გათავისუფლებული ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. 9. ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქონლის ჩამოწერის შემთხვევაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება. საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის  27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 მარ. 2009 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    247 მუხლში ჩასათვლელი დღგ-ის განმარტება (მე-2 ნაწილი) დაკავშირებულია დასაბეგრ ოპერაციებთან და დროებით იმპორტთან, მე-3 ნაწილი ამოღებულია, მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში ვადა 90 დღეა, ხოლო მე-5 და მე-6 ნაწილები ითვალისწინებს ჩათვლილი დღგ-ის გაუქმებასა და დაზუსტებას განთავისუფლებული ოპერაციების ხვედრითი წონით.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    247-ე მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც მე-5 ნაწილის გათვალისწინებით ადგენს ძირითად საშუალებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის მთლიანად ჩათვლის უფლებას ჩათვლილი თანხის შემდგომ პერიოდში აღდგენის გარეშე, როცა ექსპლუატაციაში გადაცემიდან 4 კალენდარული წლის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების ჯამი აღემატება განთავისუფლებული და დასაბეგრად არჩათვლილი ოპერაციების ჯამს.

  3. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    „ე“ ქვეპუნქტში ჩათვლის გამომრიცხავი ვადა 90 დღიდან მომდევნო სამ საანგარიშო პერიოდზე გადავიდა და სხვა ფორმულირებით განისაზღვრა; დაემატა მე-8 და მე-9 ნაწილები.

  4. 247-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებში დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გამონაკლისი გაფართოვდა მე-20 მუხლის მე-4 ნაწილით; მე-6 ნაწილში ტერმინი „განთავისუფლებული“ შეიცვალა „გათავისუფლებულით“.

  5. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    „ე“ ქვეპუნქტში 45-დღიანი ვადა დაკონკრეტდა როგორც კალენდარული დღეები და დაემატა წესი დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2020822517517417772 (დ…73 (დ…73³ (…16³626392247
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…