საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 221. სავალდებულო რეგისტრაცია

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ: ა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს; მან ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; ბ ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან / და იმპორტს ( გარდა საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან / და მიწოდებისა ), იგი უნდა გატარდეს რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე ; გ ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან / და ერთ დღეში დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს . პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე .

2.დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

3.პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

4.დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით არარეგისტრირებული პირის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს ამ პირის რეგისტრაციას დღგ-ის გადამხდელად.

5.რეორგანიზაციისას , თუ პირი ან რეორგანიზაციის ერთი მხარე მაინც არის დღგ - ის გადამხდელი , რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება დღგ - ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე , მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა .

6.საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ან/და მომსახურების ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ: ა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს; მან ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; ბ ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან / და იმპორტს ( გარდა საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან / და მიწოდებისა ), იგი უნდა გატარდეს რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე ; გ ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან / და ერთ დღეში დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს . პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე . 2. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. 3. პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. 4. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით არარეგისტრირებული პირის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს ამ პირის რეგისტრაციას დღგ-ის გადამხდელად. 5. რეორგანიზაციისას , თუ პირი ან რეორგანიზაციის ერთი მხარე მაინც არის დღგ - ის გადამხდელი , რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება დღგ - ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე , მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა . 6. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ან/და მომსახურების ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    221-ე მუხლის მე-6 ნაწილში საქონლის ფორმით შენატანის შემთხვევაში განსაზღვრულია საწარმოს „კაპიტალი“ და არა „საწესდებო (საემისიო) კაპიტალი“.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    მე-3 ნაწილში დღგ-ის გადამხდელობის დაწყების მომენტი 100 000 ლარის გადამაჭარბებელ ოპერაციას უკავშირდება; მე-6 ნაწილი მოიცავს ამხანაგობაში შენატანს და მომსახურების ფორმით შენატანს.

  3. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    221-ე მუხლის მე-2 ნაწილში არარეზიდენტის სავალდებულო რეგისტრაციის წესს დაემატა გამონაკლისი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისთვის.

  4. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    221-ე მუხლის პირველ ნაწილში აქციზური საქონლის საფუძველზე რეგისტრაციის წესს მოეხსნა 8703 კოდის მსუბუქი ავტომობილები; მე-5 და მე-6 ნაწილებში 10-დღიანი ვადა კალენდარულია, დანარჩენი რედაქციულია.

  5. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    221-ე მუხლს პირველ ნაწილში დაემატა „გ“ ქვეპუნქტი 100 000 ლარზე მეტი ერთჯერადი ან ერთდღიანი ოპერაციით სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ; მე-6 ნაწილში საქონლით შენატანის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში შენატანიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23222165165¹9246 (დ…47 (დ…2 (და…131558221
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სარეგისტრაციო მოსაკრებ…მეწარმეთა შესახებსაგადახდო სისტემისა და…