საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 244¹. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.

3.თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4.იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი ავტომატურად არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე.

5.იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XXXVI გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა. 3. თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 4. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი ავტომატურად არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე. 5. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XXXVI გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2004 – 1 სექ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    ახალი 244¹ მუხლი ადგენს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს 200 000 ლარზე მეტი დღგ-ის გადამხდელებისათვის, გადასვლის პირობებითა და შედეგებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
163¹16817572 (დ…46 (დ…75⁵ (…1² (დ…635492244¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…სამშენებლო პროდუქტების…