Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 263

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 263. აქციზური მარკები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 192. აქციზური მარკები
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელებამდე აქციზური მარკების სავალდებულო დართვას ექვემდებარება: ა) ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს (გარდა 50 გრამისა და მასზე ნაკლები ტევადობის და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩასხმულისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისა); ბ) თამბაქოს ნაწარმი (გარდა მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოსი, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარ ი ს ან 50 სიგარილ ა ს ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულის ა ) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტისა ) ;

2.აკრძალულია: ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელება; ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლიანი სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინისა) საცალო ქსელში მიწოდება.

3.მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ნიშანდება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

4.საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახდენენ აქციზური მარკის გარეშე საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

5.აქციზური მარკების დანაკლისი, ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა), განიხილება იმპორტიორის მიერ შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან საქონლის მიწოდებად და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვლება აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება გადასახადებით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით მარკირებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული გადასახდელების გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.

7.მეწარმე სუბიექტის მიერ დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა მეწარმე სუბიექტისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელებამდე აქციზური მარკების სავალდებულო დართვას ექვემდებარება: ა) ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს (გარდა 50 გრამისა და მასზე ნაკლები ტევადობის და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩასხმულისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისა); ბ) თამბაქოს ნაწარმი (გარდა მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოსი, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარ ი ს ან 50 სიგარილ ა ს ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულის ა ) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტისა ) ; 2. აკრძალულია: ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელება; ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლიანი სასმელების (გარდა ლუდისა და ღვინისა) საცალო ქსელში მიწოდება. 3. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ნიშანდება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 4. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახდენენ აქციზური მარკის გარეშე საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 5. აქციზური მარკების დანაკლისი, ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა), განიხილება იმპორტიორის მიერ შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან საქონლის მიწოდებად და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვლება აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება გადასახადებით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით მარკირებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული გადასახდელების გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად. 7. მეწარმე სუბიექტის მიერ დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა მეწარმე სუბიექტისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    263 მუხლის პირველ ნაწილში მარკის სავალდებულო დართვის გამონაკლისები გაფართოვდა (დაბრუნებული საქონელი, 4 ლიტრი ალკოჰოლი, სიგარა/სიგარილა/სხვა თამბაქოს ნაწარმი 250 გრამამდე), ხოლო მე-2 ნაწილში დაუბრუნებელი მარკები ითვლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიწოდებად.

  2. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    263-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილში აქციზური მარკის დართვის ვალდებულებას და აკრძალვას გამონაკლისად დაემატა უბაჟო ვაჭრობის პუნქტში მიწოდება და დიპლომატიური და სხვა მითითებული პირადი სარგებლობის საქონლის იმპორტი; ასევე შეიცვალა ტერმინები (ალკოჰოლიანი, სიგარეტი).

  3. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    263-ე მუხლში აქციზური მარკის დართვის ვალდებულება და აკრძალვები გავრცელდა იმპორტზე (ექსპორტი გამორიცხულია), დაემატა გამონაკლისები ფიზიკური პირის მიერ მცირე რაოდენობით იმპორტზე, ხოლო მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ეხება ჩამოსასხმელ სასმელებსაც.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 262შემდეგი მუხლი 264

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალკოჰოლის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ალკოჰოლური სასმელების სამართალისერვისის გვერდი
  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 3 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2008
  • 7 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 171მუხლი 171საქართველოს საბაჟო… 171

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 192აქციზური მარკები
  • 185დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა
  • 194აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 78 (დანართი 1)აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება
  • 79 (დანართი 1)აქციზური მარკის/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება
  • 78¹ (დანართი 1)არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155²მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა
  • 182⁶ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე რომელიმე ამ იარაღით ვაჭრობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 200მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა
  • 200²აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 179სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
200200²171155²182⁶17119218519478 (დ…79 (დ…78¹ (…17117962263
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…