საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 67. გადასახადების გადახდის წესი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადების გადახდა ხორციელდება: ა) საგადასახადო პერიოდის განმავლობაში გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დადგენილ ვადებში გადახდითა და საგადასახადო პერიოდის დამთავრებისას საბოლოოდ გამოანგარიშებული გადასახადის თანხის გადახდით; ბ) გადასახადის მთლიანი თანხის გადახდით; გ) ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის აქტებით დადგენილი სხვა წესით.

2.გადასახადის გადახდის წესი დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების აქტებით ამ კოდექსის შესაბამისად.

3.გადასახადების გადახდა ხორციელდება ლარებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საგადასახადო ან საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს გადასახადი გადაიხადოს საგადასახადო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის საგადასახადო ქვითრის სავალდებულო გამოწერით.

4.გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი გადასახადს იხდის მხოლოდ ამ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის სახსრების ხარჯზე (მათ შორის, მისი საბანკო ანგარიშებიდან). აღნიშნული წესი არ ვრცელდება მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებსა და ფიზიკური პირის სხვა კანონიერ წარმომადგენლებზე.

5.გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გადასახადების გადახდა ხორციელდება: ა) საგადასახადო პერიოდის განმავლობაში გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დადგენილ ვადებში გადახდითა და საგადასახადო პერიოდის დამთავრებისას საბოლოოდ გამოანგარიშებული გადასახადის თანხის გადახდით; ბ) გადასახადის მთლიანი თანხის გადახდით; გ) ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის აქტებით დადგენილი სხვა წესით. 2. გადასახადის გადახდის წესი დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების გადახდის წესი და პირობები – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების აქტებით ამ კოდექსის შესაბამისად. 3. გადასახადების გადახდა ხორციელდება ლარებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საგადასახადო ან საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს გადასახადი გადაიხადოს საგადასახადო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის საგადასახადო ქვითრის სავალდებულო გამოწერით. 4. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი გადასახადს იხდის მხოლოდ ამ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის სახსრების ხარჯზე (მათ შორის, მისი საბანკო ანგარიშებიდან). აღნიშნული წესი არ ვრცელდება მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებსა და ფიზიკური პირის სხვა კანონიერ წარმომადგენლებზე. 5. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁵3¹18²62534318 (დ…21 (დ…17 (დ…7627631767
მითითებამნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…ფულის გათეთრებისა და ტ…