საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 71. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ კონკრეტული გადასახადის ან / და სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის ან / და სანქციის თანხას , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო : ა ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ; ბ ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში .

2.თუ გადასახადებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს უბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში .

3.თუ გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში , გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის , სხვა ვალდებული პირისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს , რომელი გადასახადის ანგარიშზე ( ანგარიშებზე ) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა .

4.გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა სხვა პირის საგადასახადო დავალიანებების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება .

5.ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და პირობებით შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება ან საბაჟო გადასახდელებში ჩათვლა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ კონკრეტული გადასახადის ან / და სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადის ან / და სანქციის თანხას , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო : ა ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ; ბ ) ზედმეტად გადახდილ თანხას გადაიტანს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის სახეებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში . 2. თუ გადასახადებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს , გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს , სხვა ვალდებულ პირს უბრუნებს დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში . 3. თუ გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში , გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის , სხვა ვალდებული პირისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს , რომელი გადასახადის ანგარიშზე ( ანგარიშებზე ) იქნა გადატანილი ზედმეტად გადახდილი თანხა . 4. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა სხვა პირის საგადასახადო დავალიანებების დაფარვის ანგარიშში არ გადაიტანება . 5. ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და პირობებით შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება ან საბაჟო გადასახდელებში ჩათვლა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    71-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც ელექტრონულად დეკლარირების განმახორციელებელი ცალკეული გადასახადის გადამხდელებისთვის ცალკეულ შემთხვევაში ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატურ დაბრუნებას და მის წესსა და პირობებს ფინანსთა მინისტრს ანიჭებს.

  2. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    71-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო აბზაცში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ავტომატური დაბრუნების გვერდით დაემატა საბაჟო გადასახდელებში ჩათვლის შესაძლებლობა.

  3. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    მე-2 პუნქტში ახლა მოცემულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში, ხოლო სხვა გადასახადის ანგარიშზე გადატანის შესახებ შეტყობინების წესი მე-3 პუნქტში გადავიდა გადამხდელის, აგენტისა და სხვა ვალდებული პირის მითითებით.

  4. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12911⁶129251252260280¹18¹18²636518 (დ…17 (დ…39⁶ (…12971
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …