საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 280¹. საგადასახადო სესხი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ პირს, რომელიც აღნიშნული მიზნით სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს.

2.საგადასახადო სესხი პირზე გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. აკრძალულია პირის (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული პირის) მიერ ერთზე მეტი სესხით სარგებლობა.

3.საგადასახადო სესხის გაცემის წესი, ხელშეკრულების ფორმა და ანგარიშგების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4.საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობაა 2000 ლარი, რომელიც გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა და 3 თვის (123 თვის) ვადით, წლიური 4%-იანი სარგებლით; პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირს უფლება აქვს არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდები. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებები პირს ეკისრება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით.

5.პირის ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვის შემდეგ.

6.საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირზე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გავრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

7.საგადასახადო სესხის თანხები არ გაითვალისწინება ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებისას. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 კარი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XLII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ პირს, რომელიც აღნიშნული მიზნით სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. 2. საგადასახადო სესხი პირზე გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. აკრძალულია პირის (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული პირის) მიერ ერთზე მეტი სესხით სარგებლობა. 3. საგადასახადო სესხის გაცემის წესი, ხელშეკრულების ფორმა და ანგარიშგების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობაა 2000 ლარი, რომელიც გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა და 3 თვის (123 თვის) ვადით, წლიური 4%-იანი სარგებლით; პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირს უფლება აქვს არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდები. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებები პირს ეკისრება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით. 5. პირის ინიციატივით სასესხო ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვის შემდეგ. 6. საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირზე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გავრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. 7. საგადასახადო სესხის თანხები არ გაითვალისწინება ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებისას. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5678 - სსმ I, №50, 29.12.2007წ., მუხ.444 კარი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი XLII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2004 – 1 იან. 2008 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკოლოზ ფხალაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

ადვოკატი/ იურისტი სასამართლო დავების მიმართულებით

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2521⁴⁶71113¹635953596317 (დ…56¹ (…13¹280¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადასახადო დავალიანე…საგადახდო სისტემისა და…