საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 70. ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, უპირველეს ყოვლისა, შეასრულონ გადასახადის გადამხდელის (სხვა ვალდებული პირის) საგადახდო დავალებები და საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებები (საინკასო დავალებები) გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის გადახდის თაობაზე.

2.ბანკების მიერ საგადახდო დავალება ან საინკასო დავალება სრულდება არა უგვიანეს აღნიშნული დავალების ან გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურება ხორციელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ხარჯზე იმავე ფასად, როგორც მისი საგადახდო დავალების შესრულება.

3.გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშებზე ( მათ შორის , სავალუტო ანგარიშებზე ) ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან / და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახადის ჩარიცხვის თაობაზე . თუ გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ანგარიშებზე ( მათ შორის , სავალუტო ანგარიშებზე ) არ გააჩნია ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან / და საინკასო დავალების შესასრულებლად , მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად , არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა . გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ეროვნულ ვალუტაში ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს უცხოური სავალუტო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ბანკი ახორციელებს ამ ანგარიშზე არსებული თანხის კონვერტაციას ეროვნულ ვალუტაში .

4.( ამოღებულია ).

5.( ამოღებულია ). საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, უპირველეს ყოვლისა, შეასრულონ გადასახადის გადამხდელის (სხვა ვალდებული პირის) საგადახდო დავალებები და საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებები (საინკასო დავალებები) გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის გადახდის თაობაზე. 2. ბანკების მიერ საგადახდო დავალება ან საინკასო დავალება სრულდება არა უგვიანეს აღნიშნული დავალების ან გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურება ხორციელდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ხარჯზე იმავე ფასად, როგორც მისი საგადახდო დავალების შესრულება. 3. გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ანგარიშებზე ( მათ შორის , სავალუტო ანგარიშებზე ) ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან / და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახადის ჩარიცხვის თაობაზე . თუ გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ანგარიშებზე ( მათ შორის , სავალუტო ანგარიშებზე ) არ გააჩნია ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან / და საინკასო დავალების შესასრულებლად , მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად , არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა . გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ეროვნულ ვალუტაში ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს უცხოური სავალუტო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ბანკი ახორციელებს ამ ანგარიშზე არსებული თანხის კონვერტაციას ეროვნულ ვალუტაში . 4. ( ამოღებულია ). 5. ( ამოღებულია ). საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    70-ე მუხლის მე-3 ნაწილი სავალუტო ანგარიშებზეც ვრცელდება და ითვალისწინებს კონვერტაციას, ხოლო მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶164⁴87718²5424328321 (დ…17 (დ…2331²2670
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბიუჯეტო …საგადახდო სისტემისა და…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…