1.„ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .
2.საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “.
3.საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .
4.„ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის საფუძვლებია :
ა ) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება , რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს ;
ბ ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების ( საგადასახადო სანქციების ან / და დამატებით დარიცხული გადასახადების ) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ;
გ) ამ კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
5.„საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი;
ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;
გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე ) მისი წარდგენის საფუძველი , საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა , რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან / და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა ;
ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);
ზ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი);
თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
6.„საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. „ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “.3. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .4. „ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის საფუძვლებია :ა ) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება , რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს ;ბ ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების ( საგადასახადო სანქციების ან / და დამატებით დარიცხული გადასახადების ) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ;გ) ამ კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.5. „საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს:ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი;ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ე ) მისი წარდგენის საფუძველი , საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა , რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან / და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა ;ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);ზ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი);თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.6. „საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132საქართველოს 2007 წლის11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344საქართველოს 2008 წლის26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
80-ე მუხლის მე-4 ნაწილში საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლებს დაემატა მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გადაწყვეტილება.
· გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007
80-ე მუხლის პირველ ნაწილში დაზუსტდა საგადასახადო მოთხოვნის განმარტება: ის უნდა იყოს ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
ნორმატიული ტექსტი არსებითად უცვლელია — განსხვავდება მხოლოდ პუნქტუაცია ან ფორმატირება.
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში წარდგენის საფუძვლად მითითებული ნორმა ახლა აღწერილია როგორც ნორმა, რომელიც დაარღვია გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა; ცვლილება ეხება დამრღვევი სუბიექტების გრამატიკულ ფორმას.