საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 86. მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ან მესამე პირის მიერ აღიარებულია, რომ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, გადასახადის გადამხდელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ და მესამე პირს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“.

2.„საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) მესამე პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); გ) გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); დ) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა; ე) მისი შინაარსი (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირის დავალიანების ოდენობა, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მესამე პირის მფლობელობაში არსებული ის ქონება, რომელიც არის გადასახადის გადამხდელის საკუთრება, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა და გადახდის წესი); ვ) მისი მიღებისას მესამე პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, ამ მოთხოვნის გასაჩივრების წესი); ზ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება მესამე პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

3.„საგადასახადო მოთხოვნას“ უნდა დაერთოს გადასახადის გადამხდელის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას.

4.მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შესაბამისად უქმდება ან მცირდება.

5.მესამე პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები მხოლოდ იმ დავალიანების ოდენობის ფარგლებში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირს აქვს და რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.

6.მესამე პირის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ან მესამე პირის მიერ აღიარებულია, რომ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება ან ქონებრივი უფლებები რაიმე ფორმით მესამე პირის დროებით მფლობელობაშია, გადასახადის გადამხდელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ და მესამე პირს წარუდგინოს „საგადასახადო მოთხოვნა“. 2. „საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) მესამე პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); გ) გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); დ) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა; ე) მისი შინაარსი (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირის დავალიანების ოდენობა, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მესამე პირის მფლობელობაში არსებული ის ქონება, რომელიც არის გადასახადის გადამხდელის საკუთრება, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა და გადახდის წესი); ვ) მისი მიღებისას მესამე პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, ამ მოთხოვნის გასაჩივრების წესი); ზ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება მესამე პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 3. „საგადასახადო მოთხოვნას“ უნდა დაერთოს გადასახადის გადამხდელის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას. 4. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისთანავე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შესაბამისად უქმდება ან მცირდება. 5. მესამე პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები მხოლოდ იმ დავალიანების ოდენობის ფარგლებში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიმართ მესამე პირს აქვს და რომლის გადახდის ვადაც დამდგარია. 6. მესამე პირის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 1 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-2 პუნქტში შეიცვალა და შემცირდა „საგადასახადო მოთხოვნის“ რეკვიზიტები და დაემატა მე-3 პუნქტი გადამხდელის თანხმობის დართვის შესახებ. მე-4–მე-6 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: ვალდებულების შესრულებისას შემცირება/გაუქმება, 20 კალენდარული დღის ვადა და 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ღონისძიებები, ღონისძიებების რიგითობის არჩევა საგადასახადო ორგანოს მიერ.

  2. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    მე-5 ნაწილში მესამე პირის მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებების წრე გაფართოვდა 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებამდე; ამავე დროს ღონისძიებები შეზღუდულია მესამე პირის ვადამოსული დავალიანების ოდენობით.

  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების ვადა 15 დღიდან 20 სამუშაო დღემდე შეიცვალა.

  4. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    მე-3 ნაწილის ვ) ქვეპუნქტში ქონების მითითების ნაცვლად ახლა თვით ის ქონებაა ჩამოყალიბებული მოთხოვნის შინაარსად, ხოლო ზ) ქვეპუნქტში გასაჩივრების წესი უკავშირდება სიტყვებს „ამ მოთხოვნის“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21²³32987977848018²2402386517 (დ…18 (დ…39⁶ (…86
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…