1.ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:
ა ) არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირები , აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები ( გაერთიანებები ), დაწესებულებები , რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად , აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები , რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას ( რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით ), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები , საჯარო სამართლის იურიდიული პირები , კორპორაციები , დაწესებულებები ;
ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.
2.ორგანიზაციის საქმიანობის ადგილი და ორგანიზაციის მართვის ადგილი განისაზღვრება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3.ორგანიზაციის საქართველოს ორგანიზაციისათვის ან უცხოური ორგანიზაციისათვის მიკუთვნება ხდება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4.თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილისათვის, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ამ ნაწილში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347
შეიძლებოდა თუ არა იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით უვადო ხელშეკრულების ვადიანით შეცვლაზე უარი გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო?
დავა შეეხებოდა დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით, უვადო ხელშეკრულების ვადიანით შეცვლაზე მუშაკის უარი არ წარმოადგენდა ახალი შრომის პირობებით მუშაობაზე უარს. სასამართლომ ძალაში დატოვა ბრძანების ბათილად ცნობა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის უარყოფა არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია. სსსკ 412-ის საფუძველზე საქმე მხოლოდ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაბრუნდა ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფონდის მიერ მოქალაქეებისათვის შეტანილ თანხებზე გადახდილი პროცენტი საბანკო ანაბრის პროცენტი არ იყო და საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა. პალატამ ძალაში დატოვა მსჯავრი 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილით და საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული გათავისუფლდა დანიშნული პირობითი სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა.
რა იურიდიული ინტერესი უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩართვისას?
დავა შეეხებოდა სააქციო საზოგადოების მართვისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ურთიერთობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასა და სხვა ფულად მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა მესამე პირის სამართლებრივი ინტერესის, მოთხოვნილი თანხების დამადასტურებელი მტკიცებულებების, საგადასახადო დავალიანებისა და ხანდაზმულობის საკითხების არასაკმარის გამოკვლევაზე. სასამართლომ ასევე საჭიროდ მიიჩნია გარკვევა, განიცადა თუ არა მოსარჩელემ რეალური ზიანი გაზრდილი ტარიფით აირის შეძენისას. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.
საქმე ეხებოდა საშემოსავლო გადასახადის დამალვისა და შემცირების ბრალდებისას დანაშაულის მოტივისა და მიზნის დადგენას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოებები არ გამოუკვლევია და მსჯავრდებულის ვერსია შესამოწმებელია. პალატამ გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა; საქმის შეწყვეტის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
როდის გამოიყენებოდა დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველზე გარიგების ბათილობის განცხადების სპეციალური თვრამეტთვიანი ვადა?
დავა შეეხებოდა საიჯარო ხელშეკრულების ბათილობასა და შეგებებული სარჩელით საიჯარო გადასახადის და სხვა თანხების გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ კონტრაგენტის ცოდნის შემთხვევაში გარიგების ბათილობის განცხადებაზე მოქმედებდა მეწარმეთა შესახებ კანონის სპეციალური თვრამეტთვიანი ვადა. ხელშეკრულების ბათილობაზე უარი უცვლელად დარჩა. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება არასაკმარისი დასაბუთების გამო გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
შეიძლება თუ არა მოვალის გადახდისუუნარობა გახდეს მორიგებით დასრულებული საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების საფუძველი?
დ. შ-ამ მოითხოვა მორიგებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის გადახდისუუნარობა მორიგების შესრულებას საეჭვოს ხდიდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის მოვალის გადახდისუნარიანობა, არ წარმოადგენს საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განახლების საფუძველს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სათანადო მხარისა და ვალის გადაკისრების კანონიერების შესახებ არგუმენტები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ ამართლებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:ა ) არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირები , აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები ( გაერთიანებები ), დაწესებულებები , რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად , აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები , რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას ( რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით ), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები , საჯარო სამართლის იურიდიული პირები , კორპორაციები , დაწესებულებები ;ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.2. ორგანიზაციის საქმიანობის ადგილი და ორგანიზაციის მართვის ადგილი განისაზღვრება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.3. ორგანიზაციის საქართველოს ორგანიზაციისათვის ან უცხოური ორგანიზაციისათვის მიკუთვნება ხდება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.4. თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილისათვის, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ამ ნაწილში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორგანიზაციად ახლა ითვლება უცხოური ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და ანალოგიური ქვედანაყოფებიც.
30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ორგანიზაციათა ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: დასახელებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ხოლო ფონდები და კავშირები (ასოციაციები) ცალკე ფორმებად ამოღებულია.