ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 10. მოთხოვნები პროფესიული ორგანიზაციის მიმართ

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.ამ კანონის მიზნებისათვის პროფესიულ ორგანიზაციად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

2.პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას.

3.სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

4.პროფესიული ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოს  წევრთა უმრავლესობას აუდიტორები ან/და სერტიფიცირებული ბუღალტრები შეადგენენ.

5.პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი წევრების მიერ პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესებს სამსახურთან შეთანხმებით ადგენენ პროფესიული ორგანიზაციები.

6.პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მართოს საკუთარი ვებგვერდი, რომელზედაც გამოაქვეყნებს მისი წევრი აუდიტორებისა და პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრს, აგრეთვე პროფესიული ორგანიზაციის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას და საქმიანობის შესახებ ანგარიშს. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისათვის პროფესიულ ორგანიზაციად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 2. პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას. 3. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. 4. პროფესიული ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოს  წევრთა უმრავლესობას აუდიტორები ან/და სერტიფიცირებული ბუღალტრები შეადგენენ. 5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი წევრების მიერ პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესებს სამსახურთან შეთანხმებით ადგენენ პროფესიული ორგანიზაციები. 6. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მართოს საკუთარი ვებგვერდი, რომელზედაც გამოაქვეყნებს მისი წევრი აუდიტორებისა და პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრს, აგრეთვე პროფესიული ორგანიზაციის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას და საქმიანობის შესახებ ანგარიშს. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2124¹30251611207221561516810
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს საგადასახა…პროფესიული კავშირების …სახელმწიფო შიდა ფინანს…მეწარმეთა შესახებთავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა