საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 80. „ საგადასახადო მოთხოვნა “

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიასულხან კაპანაძენინო დარსაველიძე

1.„ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .

2.საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “.

3.საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .

4.„ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის საფუძვლებია : ა ) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება , რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს ; ბ ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების ( საგადასახადო სანქციების ან / და დამატებით დარიცხული გადასახადების ) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ; გ) ამ კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

5.„საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გაგზავნის (გადაცემის) თარიღი; გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე ) მისი წარდგენის საფუძველი , საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა , რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან / და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა ; ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი); ზ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი); თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6.„საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. „ საგადასახადო მოთხოვნა “ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , რომელიც წარედგინება გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს . „ საგადასახადო მოთხოვნის “ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით . 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია , გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს წარუდგინოს „ საგადასახადო მოთხოვნა “, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი . წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება მხოლოდ ერთი „ საგადასახადო მოთხოვნა “. 3. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს „ საგადასახადო მოთხოვნას “ უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში . „ საგადასახადო მოთხოვნის “ გამოცემის წესი , ფორმა და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით . 4. „ საგადასახადო მოთხოვნის “ წარდგენის საფუძვლებია : ა ) იმ გადასახადების დარიცხვის ვალდებულება , რომელთა გაანგარიშებაც აკისრია საგადასახადო ორგანოს ; ბ ) გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების ( საგადასახადო სანქციების ან / და დამატებით დარიცხული გადასახადების ) დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის / მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ; გ) ამ კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 5. „საგადასახადო მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გაგზავნის (გადაცემის) თარიღი; გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); დ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე ) მისი წარდგენის საფუძველი , საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა , რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის ან / და საგადასახადო სანქციის დარიცხვა ან რომელიც დაარღვია გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა ; ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი); ზ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები (მათ შორის, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების წესი); თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 6. „საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    80-ე მუხლის მე-4 ნაწილში საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლებს დაემატა მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გადაწყვეტილება.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    80-ე მუხლის პირველ ნაწილში დაზუსტდა საგადასახადო მოთხოვნის განმარტება: ის უნდა იყოს ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

  3. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    ნორმატიული ტექსტი არსებითად უცვლელია — განსხვავდება მხოლოდ პუნქტუაცია ან ფორმატირება.

  4. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში წარდგენის საფუძვლად მითითებული ნორმა ახლა აღწერილია როგორც ნორმა, რომელიც დაარღვია გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა; ცვლილება ეხება დამრღვევი სუბიექტების გრამატიკულ ფორმას.

  5. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶8612914518²64655335 (დ…70 (დ…34 (დ…17 (დ…18 (დ…17¹ (…2380
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…მიმდინარე კონტროლის პრ…საგადახდო სისტემისა და…