მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 45². გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, არასრულწლოვანებსა და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებით

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განგრძობითად და პროგრესირებადად უზრუნველყოს საკუთარი პროგრამების კატალოგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამების კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განთავსება.

2.თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვანებმა ეს პროგრამები, როგორც წესი, ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ. ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3.გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% უნდა დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგში მისი თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ. ამ პუნქტის მიზნებისთვის დაბალი შემოსავალი და მცირერიცხოვანი აუდიტორია განისაზღვრება კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. თავი IV 2 . მედიამომსახურებების მიღება, გავრცელება და ტრანზიტი საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 18 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 ივლ. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 18 იან. 2005 – 18 ივლ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46573451²45⁵45⁴9¹66352136¹3545²
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებბავშვის უფლებათა კოდექ…სისხლის სამართლის სფერ…სამედიცინო-სოციალური ე…შეზღუდული შესაძლებლობი…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა