წიაღის შესახებ

მუხლი 41. წიაღის შესწავლის ძირითადი მოთხოვნები

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც სწავლობენ წიაღს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ: წიაღის ეფექტური შესწავლა; სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების დადგენა; წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში; ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღის შესასწავლი სამუშაოების სრულფასოვანი ჩატარება და შესწავლის შედეგების უტყუარობა; ძირითადი და მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, გარემომცველი ქანების შემადგენელი კომპონენტების მარაგების ხარისხისა და რაოდენობის განსაზღვრის ობიექტურობა, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნათა შესრულება; წიაღის შესწავლისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და გარემოსათვის უვნებელი ისეთი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, რომლებიც არ გამოიწვევენ წიაღისეულის გაუმართლებელ დანაკარგებსა და ხარისხის გაუარესებას; წიაღიდან ამოღებული ქანების ისეთი განთავსება, რომელიც გამორიცხავს ან შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას; საბადოს დამუშავებისა და ეროვნული მეურნეობის მიზნებისათვის საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების შენარჩუნება, ხოლო შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისის ლიკვიდაცია; გეოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტაცის, ქანების, მადნების ნიმუშების, კერნისა და სინჯების დუბლიკატების შენახვა წიაღის შემდგომი შესწავლის, საბადოს დაზვერვისა და დამუშავების, აგრეთვე წიაღით სხვა სახით სარგებლობისას მათი შესაძლო გამოყენებისათვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51457³5756381363920296841
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…კულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს ტყის კოდექ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა