Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საჰაერო კოდექსიმუხლი 21⁴

საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 21⁴. პარაპლანით ფრენის რეგულირება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:რობოტექნიკა და დრონებისაავიაციო ლიცენზირებასაავიაციო შესაბამისობათვითმფრინავის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.პარაპლანით ფრენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

2.პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას, პარაპლანის ვარგისობის დადგენას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

4.საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) უნდა ჰქონდეს პარაპლანერიზმის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ბ) მისი, როგორც საზოგადოების, ორგანოს წევრი უნდა იყოს არანაკლებ 50 პირი; გ) უნდა ჰქონდეს პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის საჭირო  ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც იგი აწარმოებს შესაბამის რეესტრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი პარაპლანით ფრენით რეგულირებას, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატების, აგრეთვე პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებასა და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განხორციელებული განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

6.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია გამოავლინოს შესაბამისი წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და განსაზღვროს მათი აღმოფხვრის გონივრული ვადა. ამასთანავე, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლოვანებები განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, სააგენტო უფლებამოსილია შეზღუდოს ან შეაჩეროს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, პარაპლანით ფრენის განხორციელების წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობა, რის შემდეგაც დაუშვებელია პარაპლანით ფრენა, ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. სააგენტოს მიერ პარაპლანით ფრენის განხორციელების წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ფრენის აკრძალვის კონტროლს.

8.სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

9.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირის წარმომადგენლის/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აღნიშნული იურიდიული პირის წარმომადგენელი/სერტიფიცირებული საფრენი ადგილის ოპერატორი უფლებამოსილია რეაგირებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

10.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს სერტიფიცირებულ საფრენ ადგილზე პარაპლანით ფრენის საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით ოპერირება.

11.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, აღკვეთოს პარაპლანით პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე ან შეჩერებული მოწმობით ფრენა, აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ ადგილზე პარაპლანით კომერციული ფრენა.

12.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს  უფლება აქვს, აღკვეთოს არაკომერციული ფრენა, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ხორციელდება, აგრეთვე ნებისმიერი ფრენა, რომელიც გამოყოფილი შესაბამისი საჰაერო სივრცის მიღმა ხორციელდება.

13.სერტიფიცირებული საფრენი ადგილებისა და პარაპლანის ექსპერიმენტული და საჩვენებელი ფრენების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდის ამ კანონის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი იურიდიული პირი.

14.პარაპლანის მფრინავი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი მოქმედი სადაზღვევო პოლისი.

15.პარაპლანის მფრინავის მოწმობის მიღების მსურველ პირს უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი. აღნიშნული მოწმობის გაცემის მიმართ დამატებით მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.

16.პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის მიმართ მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.

წინა მუხლი 21³შემდეგი მუხლი 21⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აეროპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • ავიაკომპანიის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ავიაკომპანიის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • დრონების რეგულაციებთან შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 44ფრენის წესები
  • 18საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი
  • 8საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 116⁵პარაპლანით კომერციული ფრენის სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა განხორციელება
  • 116⁸საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით პარაპლანით ფრენის ოპერირება
  • 116⁷პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 17საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა
  • 13საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა
  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 17საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 7სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 11¹პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
177116⁵116⁸116⁷1713144418811¹21⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…სისხლის სამართლის საერ…ტრანსპორტის სფეროს მარ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026