Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საჰაერო კოდექსიმუხლი 36

საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:თვითმფრინავის რეგისტრაციასაავიაციო შესაბამისობაკომერციული ავიაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება განისაზღვრება „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციით, ამ კოდექსითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით.

2.სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილია: ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჰაერო ხომალდის აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლების გარეთ დაფრენის შესახებ; ბ) ფრენის დროს ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საწვავის დაცლის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების საჰაერო ხომალდიდან გადმოყრის შესახებ; გ) ფრენის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ბრძანებები საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიმართ; დ) საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჰაერო ხომალდზე დადგენილი წესრიგის შენარჩუნებისათვის მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შებოჭვის საშუალება (პლასტიკური ხელბორკილი და სხვა) იმ პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება მის მითითებებს და რომლის ქმედება საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს ან ქონებას ან არღვევს საჰაერო ხომალდზე დადგენილ წესრიგს, ასეთი პირი უახლოეს აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას საჰაერო ხომალდიდან და სათანადო ორგანოებს გადასცეს; ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო ქვეყნის აეროდრომზე, თუ არსებობს ფრენის უსაფრთხოების დარღვევის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევით; ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოს ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების დაცვის, საჰაერო ხომალდის შენარჩუნების, მგზავრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით; ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმმართველი ნორმატიული აქტების მოთხოვნები; თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ბრძანებებსა და მითითებებს, თუ მიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას. საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია ამის თაობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს აცნობოს.

3.სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. თავი VI. აეროდრომი, ვერტოდრომი და აეროპორტი საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ოქტ. 2023 – 31 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    მეთაურის უფლებამოსილებათა ჩამონათვალი პირველი პუნქტიდან გადავიდა მე-2 პუნქტში გადამუშავებული რედაქციით, ხოლო პირველი პუნქტი მიუთითებს ტოკიოს კონვენციაზე, კოდექსსა და სააგენტოს აქტებზე; დ ქვეპუნქტში გაჩნდა შებოჭვის საშუალების გამოყენების პირდაპირი უფლება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საჰაერო ხომალდის ავარიის სარჩელისერვისის გვერდი
  • საჰაერო ხომალდის იჯარის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • საჰაერო ხომალდის საკუთრების დოკუმენტაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №36

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2015
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 35საჰაერო ხომალდის მეთაური
  • 49ფრენის წესების დარღვევა, საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა
  • 25საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 17საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა
  • 39საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესის დარღვევისას საჰაერო ხომალდის მიმართ გამოსაყენებელი წესები

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 6 (დანართი 1)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 227³საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნა

საზღვაო კოდექსი

  • 48

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 110საჰაერო ხომალდზე ქცევის წესების დარღვევა
  • 111²სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 109სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227³110111²1094817393549256 (და…436
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სისხლის სა…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026