წყლის შესახებ

მუხლი 41. წყალმოსარგებლის ვალდებულებანი

რედაქცია №27კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წყალმოსარგებლე ვალდებულია: ა) უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შენარჩუნებასა და აღდგენაზე; ბ) არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების შელახვა და სამეურნეო და ბუნებრივი ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ეს მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი; გ) წესრიგში იქონიოს გამწმენდი და სხვა ნაგებობები, ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო ხარისხი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს წყალსარგებლობის აღრიცხვა; ე) უზრუნველყოს ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება; დადგენილი წესით მოახდინოს გამოყენებისათვის უვარგისი ჭაბურღილების ლიკვიდირება; ვ) დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოთა წარმომადგენლები თავის აღჭურვილობასთან, ნაგებობებსა და მოწყობილობებთან; პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მაკონტროლებელ ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი; ზ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები.

2.წყალმოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვის და გამოყენების სხვა მოთხოვნებიც. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    41-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და ქვეპუნქტები ხელახლა დაინომრა. ახალ ტექსტში აღარ არის ლიცენზიის მიზნებითა და ფარგლებში სარგებლობის და სახელმწიფო ფონდებისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60135324101214513351541
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…წყლის რესურსების მართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს ადმინისტრა…წიაღის შესახებ