Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 57

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 57. თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვევებს; ბ) არ დატოვოს საქართველო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს დატოვება დაკავშირებულია პირის სასიცოცხლო ინტერესებთან და იგი წერილობით აცნობებს სამინისტროს საქართველოს დატოვების მიზეზებსა და ვადას; გ) დაასაბუთოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებები, წარადგინოს ყველა ხელმისაწვდომი დოკუმენტი და შესაბამისი მტკიცებულება, კერძოდ, ინფორმაცია მისი იდენტობის, მოქალაქეობის, წინა საცხოვრებელი ქვეყნის (ქვეყნების) ან ადგილის (ადგილების), სატრანზიტო მარშრუტის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტების, და სხვა მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც ის ითხოვს საერთაშორისო დაცვას; დ) თქვას სიმართლე და ითანამშრომლოს სამინისტროსთან, რათა სრულყოფილად დადგინდეს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა შესაბამისი გარემოება; ე) განმარტოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების დაუსაბუთებლობა და ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარუდგენლობა ან არარსებობა; ვ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტები, და ყველა სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომლებიც მას აქვს; ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებისთანავე უფლებამოსილ თანამდებობის პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი არსებობის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი მას უბრუნდება პირადი განცხადებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან მის მიერ სამინისტროს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; თ) ანკეტირებისას უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, აგრეთვე 10 კალენდარული დღის ვადაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის, სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის, ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ; ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითის ანაბეჭდები და უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; კ) მიმღებ ცენტრში განთავსების შემთხვევაში დაემორჩილოს მიმღები ცენტრის შინაგანაწესს; ლ) ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფარი რელიგიური დევნის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფრის განაცხადები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №11

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 56თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
  • 28მტკიცების ტვირთი
  • 67სამინისტრო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 67თავშესაფრის მაძიებლის მოვალეობები
  • 66თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
  • 77სამინისტრო

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 46თავშესაფრის მიღების უფლება
  • 51¹უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება
  • 54¹უცხოელის მიმალვის საფრთხე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 14დაცვითი ორგანიზაციის მოვალეობები

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 13სამართლებრივი დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁹14134651¹54¹2756286767667757
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…კერძო დაცვითი საქმიანო…საკონსულო საქმიანობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025