დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 15. ანაზღაურების პოლიტიკა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საპენსიო ფონდი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი საქმიანობის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა ყველა პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ დაგროვებით საპენსიო სქემას, ასრულებენ სპეციალურ ფუნქციებს და რომელთა საქმიანობა დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილზე არსებით გავლენას ახდენს. ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად უნდა გასაჯაროვდეს.

2.ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: ა) ანაზღაურების პოლიტიკა ისე უნდა შემუშავდეს და ხორციელდებოდეს, რომ დაცული იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები, გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეეწყოს საპენსიო ფონდის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; ბ) ანაზღაურების პოლიტიკა მონაწილეების გრძელვადიან, საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს; გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; დ) საპენსიო ფონდი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ განაახლოს ისინი; ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.

3.ანაზღაურების პოლიტიკას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ შეიძლება მონაწილეობდნენ ანაზღაურების პოლიტიკის დამტკიცებაში. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი საქმიანობის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა ყველა პირისთვის, რომლებიც ეფექტიანად მართავენ დაგროვებით საპენსიო სქემას, ასრულებენ სპეციალურ ფუნქციებს და რომელთა საქმიანობა დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილზე არსებით გავლენას ახდენს. ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად უნდა გასაჯაროვდეს. 2. ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი: ა) ანაზღაურების პოლიტიკა ისე უნდა შემუშავდეს და ხორციელდებოდეს, რომ დაცული იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის პროფილი, მიზნები, გრძელვადიანი ინტერესები, ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეეწყოს საპენსიო ფონდის რაციონალურ/გონივრულ და ეფექტიან მართვას; ბ) ანაზღაურების პოლიტიკა მონაწილეების გრძელვადიან, საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს; გ) ანაზღაურების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება; დ) საპენსიო ფონდი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ განაახლოს ისინი; ე) ანაზღაურების პოლიტიკის მართვა და კონტროლი მკაფიოდ, გამჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს. 3. ანაზღაურების პოლიტიკას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ შეიძლება მონაწილეობდნენ ანაზღაურების პოლიტიკის დამტკიცებაში. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸752³104177283536316120115
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს პარლამენტი…სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა