Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 38

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 38. საპენსიო აქტივების ინვესტირება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:საინვესტიციო ანალიზიაქტივების მართვაინსტიტუციური ინვესტიციაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებიუცხოური ინვესტიციებირისკების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნების და მონაწილეებისა და ბენეფიციარების გრძელვადიანი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით.

2.კეთილსაიმედო ინვესტირების მიზნებია: ა) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება; ბ) საპენსიო აქტივების ძირითადად რეგულირებად ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირება. ინვესტირება ისეთ აქტივებში, რომლებიც სავაჭროდ დაშვებული არ არის რეგულირებად ფინანსურ ბაზრებზე, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს მიზანშეწონილი ზღვრების დაცვით; გ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული რომელიმე კონკრეტულ აქტივზე, ემიტენტზე ან საწარმოთა ჯგუფზე დამოკიდებულება/კონცენტრაცია და შედეგად შესაბამისი რისკების პორტფელში აკუმულირება; დ) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში ინვესტირების რისკთან ადეკვატური შეფარდებით მათი რეალური ამონაგების მაქსიმალურად გაზრდა; ე) ადეკვატური ლიკვიდობის შენარჩუნება.

3.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია ამტკიცებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებსა და სათანადო კანონმდებლობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით უნდა განისაზღვროს: ა) ამ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილების გზები; ბ) აქტივების სახეები, რომლებშიც შეიძლება საპენსიო აქტივების ინვესტირება, მათ შორის, თითოეული აქტივის კლასისა და თითოეული ემიტენტისთვის ან ერთმანეთთან დაკავშირებული ემიტენტების ჯგუფისთვის მაქსიმალური პოზიცია/მოცულობა, სამსახურის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში; გ) საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები; დ) რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში საინვესტიციო რისკების შეფასების, მართვისა და კონტროლის პროცედურები; ე) საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვის მეთოდები და პროცედურები.

4.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი და საპენსიო კომპანია ვალდებული არიან საპენსიო სქემაში გაწევრებისას მონაწილეებს მიაწოდონ ინფორმაცია საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკისა და რისკის მართვის პოლიტიკის შესახებ. მონაწილეებს აგრეთვე უნდა ეცნობოთ საინვესტიციო პოლიტიკასა და რისკის მართვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

5.აქტივების მმართველი კომპანია ან მზღვეველი, რომელიც საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირებას ახორციელებს, ვალდებულია: ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და მხოლოდ საპენსიო სქემის მონაწილეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ბ) შეიმუშაოს რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები და მუდმივად იცავდეს მათ; გ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმები საპენსიო აქტივების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საპენსიო სქემის წესების შესაბამისად ინვესტირების უზრუნველსაყოფად; დ) როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად უზრუნველყოს რისკების მართვის ფუნქციის დამოუკიდებლობა საოპერაციო/ადმინისტრაციული ფუნქციებისგან, მათ შორის, პორტფელის მართვისგან; ე) ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა; ვ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მისი თავიდან აცილების შეუძლებლობისას, გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში გაუმჟღავნოს იგი მონაწილეებს ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის მიზნით; ზ) საპენსიო სქემის ყველა მონაწილესა და ბენეფიციარს მოეპყროს სამართლიანად; თ) შეიმუშაოს საპენსიო სქემის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადო და სწორი შეფასების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები; ი) ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა შეძენასაც აპირებს ან რომლებიც შეიძინა საპენსიო სქემის სახელით.

6.საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი კლასის აქტივებში: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ან უცხო ქვეყნის საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ იმ კომერციული ბანკების ფულად სახსრებსა და დეპოზიტებში (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატებში), რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რომელთა ლიცენზია ან ავტორიზაცია გაუქმებული/შეჩერებული არ არის და რომელთა მიმართაც არ გამოიყენება რეზოლუციის რეჟიმი სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი ხელისუფლების) მიერ გამოშვებულ იმ ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გარანტირებულია სახელმწიფოს ან ფინანსური ინსტიტუტის (ინსტიტუტების) მიერ (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); გ) საწარმოების მიერ გამოშვებულ იმ ფასიან ქაღალდებში (მათ შორის, წილობრივ და სასესხო ფასიან ქაღალდებში), რომლებიც გამოშვებულია საჯარო შეთავაზებით და განთავსებულია ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებულ ბირჟაზე საქართველოში ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე; დ) უცხო ქვეყნის მთავრობის კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ/ავტორიზებულ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში (მათ შორის, წილობრივ და სასესხო ფასიან ქაღალდებში), რომლებიც გამოშვებულია საჯარო შეთავაზებით და განთავსებულია ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებულ ბირჟაზე საქართველოში ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე; ე) მხოლოდ იმ ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებსა და ფინანსურ აქტივებში, რომლებიც ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებია, ემსახურება რისკების შემცირებას და იმავდროულად არ ზრდის ღია პოზიციებს; ვ) სამსახურის მიერ ნებადართულ სხვა ინსტრუმენტში.

7.დაუშვებელია საპენსიო აქტივების ინვესტირება: ა) ინტელექტუალურ საკუთრებაში, ფიზიკურ აქტივში, რომელიც რეგისტრირებული არ არის ორგანიზებულ ბაზარზე და რომლის ღირებულება უცნობია, მათ შორის, ანტიკვარიატი, ხელოვნების ნიმუშები, მონეტები, მანქანები; ბ) სამსახურის მიერ აკრძალულ ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტში ან აქტივში.

8.სამსახური ადგენს დასაშვები და აკრძალული აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების დამატებით ჩამონათვალს, დასაშვები აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების მაქსიმალურ დასაშვებ ლიმიტებს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების თითოეული ემიტენტისთვის, მათ შორის, მჭიდრო კავშირში მყოფი ან კონტროლის განმახორციელებელი საწარმოების შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა ეკუთვნოდეს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას (ასეთი შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განხორციელებულ ინვესტიციებზე). საინვესტიციო ფონდებში ინვესტირების ლიმიტების დადგენისას სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს განსხვავებულ მიდგომებს, მათ შორის, საინვესტიციო ფონდის პორტფელში არსებული აქტივების გათვალისწინებით. სამსახური სასესხო ფასიან ქაღალდებთან/ინსტრუმენტებთან მიმართებით აგრეთვე ადგენს მინიმალურ დასაშვებ რეიტინგს. გარდა ამისა, სამსახური განსაზღვრავს იმ უცხო ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც დასაშვებია საპენსიო აქტივების ინვესტირება, აგრეთვე საპენსიო აქტივების ვალუტისგან განსხვავებულ უცხო ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებისთვის დასაშვებ ლიმიტებსა და წესს.

9.სამსახური ადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული. თავი VIII მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საინვესტიციო კონტრაქტები24 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპიტალის წამახალისებელი გეგმები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალტერნატიული საინვესტიციო სცენარების შედარებითი ანალიზი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 36საპენსიო ფონდი
  • 23დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 27საპენსიო აქტივების ინვესტირება
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 11საპენსიო დანაგროვის ინვესტირება
  • 12აქტივების მმართველი კომპანია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 52ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი
  • 1კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო
  • 4საინვესტიციო ფონდის არსი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111252³827785214362338
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…საინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023