Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 87

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 87. ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისო ბიექტსა და მილსადენზე დაშვება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტსა და მილსადენზე დაშვების ორგანიზებისთვის გამოიყენება შეთანხმებული ან/და რეგულირებული დაშვების პროცედურა, თუ აღნიშნული ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

2.კომისია განსაზღვრავს და აქვეყნებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტსა და მილსადენზე დაშვების პროცედურა. აღნიშნული პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით.

3.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას, ბუნებრივი გაზის საცავის რომელი ობიექტი ან მისი ნაწილია შეთავაზებული დაშვების სხვადასხვა პროცედურით, ხოლო ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი − გაზის შენახვისთვის გამოყენებული სისტემის რა ნაწილია შეთავაზებული დაშვების სხვადასხვა პროცედურით.

4.შეთანხმებული  დაშვების  შემთხვევაში  კომისია  იღებს  ყველა  საჭირო ზომას, რათა ურთიერთდაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით შენახვის ობიექტებსა და მილსადენთან დაშვებაზე, თუ ეს ტექნიკურად ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით აღნიშნულ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. მხარეები ვალდებული არიან ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი  გაზის საცავსა და მილსადენთან დაშვებასთან, აგრეთვე სხვა დამხმარე მომსახურებასთან დაშვებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ.

5.ბუნებრივი გაზის შესანახად ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენზე, აგრეთვე სხვა დამხმარე მომსახურებაზე დაშვების მიზნით ხელშეკრულების პირობები თანხმდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან ბუნებრივი გაზის საწარმოსთან. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის საწარმო აქვეყნებენ და საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, აახლებენ იმ არსებით კომერციულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავში ან მილში შენახვას და სხვა დამხმარე მომსახურების გამოყენებას. ასეთი არსებითი კომერციული პირობების შემუშავებისას ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი და ბუნებრივი გაზის საწარმო უზრუნველყოფენ კონსულტაციას სისტემით მოსარგებლეებთან.

6.რეგულირებული დაშვების შემთხვევაში  კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა  ურთიერთდაკავშირებული  სისტემის  ტერიტორიის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავსა და მილსადენთან დაშვების,  აგრეთვე სხვა დამხმარე  მომსახურებასთან დაშვების უფლება  გამოქვეყნებულ  ტარიფებზე ან/და ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის საცავისა და მილსადენის გამოყენების სხვა პირობებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით,  თუ  ეს  ტექნიკურად  ან/და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით აღნიშნულ სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად. ტარიფების გაანგარიშებისას ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავებისას კომისია უზრუნველყოფს ამ სისტემით მოსარგებლეებთან კონსულტაციის გავლას. საბოლოო მომხმარებლის დაშვების  უფლება  ხორციელდება  მისი შესაძლებლობით, დადოს მიწოდების ხელშეკრულება იმ კონკურენტულ ბუნებრივი გაზის საწარმოსთან, რომელიც არ არის აღნიშნული სისტემის მესაკუთრე ან/და  სისტემის ოპერატორი ან დაკავშირებული საწარმო. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 86შემდეგი მუხლი 88

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • MPC და ცივი შენახვის (cold storage) სისტემების დანერგვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-12-30
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 29მუხლი 84მუხლი 100მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 88ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • 89ბუნებრივი გაზის საცავის წესები
  • 86ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 18მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება
  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

წიაღის შესახებ

  • 42სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები
  • 48სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან იმ მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაცია და კონსერვაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²18245¹9542488429841003088898687
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…რეგულირების საფასურის …წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026