Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 143

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 143. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო, კომისიასთან და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ა) ამ კანონის 139-ე მუხლით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების სტანდარტების სათანადო შესრულება, მათ შორის, ამ მიზნით მიღებული ზომები და გამოყენებული ინსტრუმენტები; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; გ) მესამე ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულებების ფარგლები; დ) ბუნებრივი გაზის მარაგების სათანადო ლიკვიდურობა; ე) ბუნებრივი გაზის საცავში ბუნებრივი გაზის რესურსი და ამოღების სიმძლავრე; ვ) საქართველოს ბუნებრივი გაზის სისტემისა და იმ მეზობელი ქვეყნების სისტემების ურთიერთდაკავშირების დონე, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არიან; ზ) ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და ხელმისაწვდომი წყაროები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების საპროგნოზო მდგომარეობა, მოთხოვნის, მიწოდების ავტონომიისა და მიწოდების ხელმისაწვდომი წყაროების არსებობის გათვალისწინებით; თ) დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; ი) ბუნებრივი გაზის სისტემის მდგომარეობა; კ) პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განსახორციელებელი ღონიძიებები და ერთი ან ერთზე მეტი მიმწოდებლისთვის ბუნებრივი გაზის დანაკლისის აღმოფხვრა.

2.სამინისტრო ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე აქვეყნებს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს: ა) ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების კონკურენტულ ეფექტს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის დონეებს; გ) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების გრძელვადიანი (10 წელზე მეტი ვადის) ხელშეკრულებების ფარგლებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადას, კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვით, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობის ხარისხს; დ) ბუნებრივი გაზის მოპოვებაში, წარმოებაში, ტრანსპორტირებასა და შენახვაში ახალი ინვესტიციების განხორციელების წამახალისებელ მარეგულირებელ ჩარჩოს.

4.სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ბუნებრივი გაზის შიდა გადამცემი მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევებში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. კარი XIV. წყალმომარაგება თავი XXXV. წყალმომარაგების ორგანიზება და რეგულირება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო, კომისიასთან და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ა) ამ კანონის 139-ე მუხლით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების სტანდარტების სათანადო შესრულება, მათ შორის, ამ მიზნით მიღებული ზომები და გამოყენებული ინსტრუმენტები; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; გ) მესამე ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულებების ფარგლები; დ) ბუნებრივი გაზის მარაგების სათანადო ლიკვიდურობა; ე) ბუნებრივი გაზის საცავში ბუნებრივი გაზის რესურსი და ამოღების სიმძლავრე; ვ) საქართველოს ბუნებრივი გაზის სისტემისა და იმ მეზობელი ქვეყნების სისტემების ურთიერთდაკავშირების დონე, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არიან; ზ) ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და ხელმისაწვდომი წყაროები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების საპროგნოზო მდგომარეობა, მოთხოვნის, მიწოდების ავტონომიისა და მიწოდების ხელმისაწვდომი წყაროების არსებობის გათვალისწინებით; თ) დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; ი) ბუნებრივი გაზის სისტემის მდგომარეობა; კ) პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განსახორციელებელი ღონიძიებები და ერთი ან ერთზე მეტი მიმწოდებლისთვის ბუნებრივი გაზის დანაკლისის აღმოფხვრა. 2. სამინისტრო ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე აქვეყნებს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს: ა) ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების კონკურენტულ ეფექტს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის დონეებს; გ) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების გრძელვადიანი (10 წელზე მეტი ვადის) ხელშეკრულებების ფარგლებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადას, კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვით, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობის ხარისხს; დ) ბუნებრივი გაზის მოპოვებაში, წარმოებაში, ტრანსპორტირებასა და შენახვაში ახალი ინვესტიციების განხორციელების წამახალისებელ მარეგულირებელ ჩარჩოს. 4. სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ბუნებრივი გაზის შიდა გადამცემი მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევებში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. კარი XIV. წყალმომარაგება თავი XXXV. წყალმომარაგების ორგანიზება და რეგულირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 142შემდეგი მუხლი 144

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 139მუხლი 141მუხლი 151

მიუთითებენ მასზე

მუხლი 139მუხლი 167მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 139ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები
  • 138ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 22საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
  • 35ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 2ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება
  • 8ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁴საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸2895572235913914115116729132138143
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…გარემოს დაცვის შესახებნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026