ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 157. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მოთხოვნები 2036 წლის 31 აგვისტომდე არ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, როგორც ბუნებრივი გაზის სისტემების, ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე.

2.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემების ენერგეტიკული გაერთიანების მხარის შესაბამის სისტემებთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე.

3.იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან, ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით და არსებული ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთა შესასრულებლად სათანადო დათქმები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ბაზრის წესებში ან/და ქსელის წესებში. ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც ამ კანონის მოთხოვნები გათვალისწინებული უნდა იქნეს იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ვაჭრობაზე.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი დებულებები გამოიყენება, თუ ისინი არ ზღუდავს კომისიის, საქართველოს სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ტრანსსასაზღვრო ან/და რეგიონული თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1740 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 157-ე მუხლის პირველ პუნქტში იმ ვადის წელი, რომლამდეც კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ორ გაზსადენზე, 2026-დან 2036-ზე შეიცვალა; მე-2 პუნქტი უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²22112412721212597157
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ენერგოეტიკეტირების შეს…განახლებადი წყაროებიდა…ტრანსპორტის სფეროს მარ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა