საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 45. შერწყმის პირობების პროექტი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შეადგინონ შერწყმის პირობების პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს: ა) შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდებისა და შერწყმის ფორმის შესახებ; ბ) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას; გ) შერწყმის მოსალოდნელ გავლენას გადამცემი და მიმღები საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე; დ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღისთვის არსებული აქტივებისა და შესაბამის შემთხვევაში ვალდებულებების შეფასების კრიტერიუმებს; ე) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღსა და მეთოდს; ვ) შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს; ზ) აქტივების გადაცემისა და ერთეულების გაცვლის მიმართ მოქმედ წესებს; თ) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ან „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შერწყმის განხორციელებისას ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს.

2.შერწყმის პირობების პროექტით შესაძლებელია დადგინდეს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელებზე დამატებით შესაბამისი ოდენობის ფულადი ანაზღაურების გაცემა. აღნიშნული ფულადი ანაზღაურება უნდა გაიცეს მიმღები საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულების გადამცემი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთათვის გადაცემასთან ერთად.

3.გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარები (მათი არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან შეამოწმონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან შესაბამისობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შეადგინონ შერწყმის პირობების პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს: ა) შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდებისა და შერწყმის ფორმის შესახებ; ბ) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას; გ) შერწყმის მოსალოდნელ გავლენას გადამცემი და მიმღები საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე; დ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღისთვის არსებული აქტივებისა და შესაბამის შემთხვევაში ვალდებულებების შეფასების კრიტერიუმებს; ე) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღსა და მეთოდს; ვ) შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს; ზ) აქტივების გადაცემისა და ერთეულების გაცვლის მიმართ მოქმედ წესებს; თ) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 .ბ“ ან „ჰ 8 .გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შერწყმის განხორციელებისას ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს. 2. შერწყმის პირობების პროექტით შესაძლებელია დადგინდეს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელებზე დამატებით შესაბამისი ოდენობის ფულადი ანაზღაურების გაცემა. აღნიშნული ფულადი ანაზღაურება უნდა გაიცეს მიმღები საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულების გადამცემი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთათვის გადაცემასთან ერთად. 3. გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარები (მათი არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან შეამოწმონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან შესაბამისობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2623¹11³ (…2816¹44246496768694745
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ელექტრონული კომუნიკაცი…მეწარმეთა შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა