Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66⁵

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66⁵. მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები, ლიცენზირება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასაავტორო უფლებების ლიცენზირებაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებასპორტული ორგანიზაციებიერთობლივი საწარმოებიმედია შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვალდებული არიან ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემის პროცესში მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად. ისინი ვალდებული არიან ერთმანეთს მიაწოდონ ლიცენზიის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი ყველა ინფორმაცია.

2.ლიცენზირების პირობები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ლიცენზირების პროცესში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ მოეთხოვება სხვა მოსარგებლესთან შეთანხმებული ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის პირობების, როგორც პრეცედენტის, წარდგენა.

3.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით მოსარგებლის მიმართვა განიხილოს გონივრულ ვადაში და ამ მიზნით მოსთხოვოს მას ლიცენზირებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსარგებლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ. ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ განმარტებას შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მისცეს ელექტრონული საშუალებით კომუნიკაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ლიცენზირების ანგარიშის წარდგენისას.

5.მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახავს ინფორმაციას ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოსაანგარიშებლად  და  გასანაწილებლად.

6.მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეთანხმებულ ან წინასწარ დადგენილ ვადასა და ფორმატში მიაწოდოს ამ ორგანიზაციის მართვის ქვეშ მყოფი უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ჰონორარების შესაგროვებლად და გასანაწილებლად. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია არ გაამჟღავნოს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ და მოსარგებლემ უნდა გაითვალისწინონ შესაბამის სფეროში მოქმედი სტანდარტები.

7.ერთი კატეგორიის მოსარგებლეებისთვის უნდა არსებობდეს ლიცენზირების თანაბარი პირობები. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, საკმარისი საფუძვლის გარეშე უარი განაცხადოს ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემაზე. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66⁴შემდეგი მუხლი 66⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინფლუენსერული მომსახურების ხელშეკრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელშეკრულებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების ლიცენზირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საწარმოს ლიცენზიის ხელშეკრულებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66⁴უფლების მფლობელის გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებით
  • 66¹⁵ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები
  • 66¹²ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 12სალიცენზიო პირობები
  • 14ლიცენზიატის უფლებები და ვალდებულებები
  • 13ლიცენზიების გაცემა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა
  • 25¹⁰საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66⁴66¹⁵66¹²25⁹25¹⁰183204112141366⁵
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025