ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 26. ზრუნვის მოვალეობა და ინტერესთა კონფლიქტი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.საპენსიო სქემის მომსახურე სპეციალიზებული დეპოზიტარი მოქმედებს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე.

2.არცერთ პირს არ შეუძლია ერთდროულად იმოქმედოს, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა, ერთსა და იმავე საპენსიო სქემასთან მიმართებით.

3.საპენსიო სქემის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საპენსიო სქემასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საპენსიო სქემას, მის დამფუძნებლებს, მონაწილეებს, საპენსიო სქემის საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას ან/და მზღვეველს შორის. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია საპენსიო სქემის დამფუძნებლებისა და მონაწილეებისთვის.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი ნორმატიული აქტით ადგენს პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52³6226871535363923252726
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა