საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 56. UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2.UCITS-ს უფლება აქვს, აიღოს სესხი, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების შეძენას და სესხის ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული სესხების საერთო ოდენობა UCITS-ის აქტივების 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

4.ამ კანონის 53-ე და 55-ე მუხლების შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული უფლებას არ ართმევს UCITS-ს, განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის. თავი IX ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS-ის სტრუქტურა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2.  UCITS-ს უფლება აქვს, აიღოს სესხი, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის  მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების შეძენას და სესხის ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული სესხების საერთო ოდენობა UCITS-ის აქტივების 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. 4. ამ კანონის 53-ე და 55-ე მუხლების შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული უფლებას არ ართმევს UCITS-ს, განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის. თავი IX ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS-ის სტრუქტურა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
156253593110053555457353656
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ადგილობრივი თვითმმართვ…საინვესტიციო საქმიანობ…არასაბანკო სადეპოზიტო …აჭარის ავტონომიური რეს…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა