Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 53

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 53. UCITS-ისთვის ნებადართული ინვესტიციები და გარიგებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საინვესტიციო ანალიზისაერთაშორისო ინვესტიციაუცხოური ინვესტიციებიინსტიტუციური ინვესტიციაკერძო განთავსებატოკენის გაშვება და ფანდრეიზინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.UCITS-ს უფლება აქვს, ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ შემდეგ აქტივებში ან ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში; ბ) უცხო ქვეყანაში მოქმედ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, თუ ეს საფონდო ბირჟა შეყვანილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სიაში, საქმიანობას ახორციელებს რეგულარულად, არის აღიარებული და ხელმისაწვდომია საჯაროდ; გ) ახლად გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, თუ ემისიის პირობები შეიცავს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, წარდგენილი იქნება განაცხადი ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შესახებ და საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება უზრუნველყოფილი იქნება მათი გამოშვებიდან 1 წლის ვადაში; დ) UCITS-ის მიერ გამოშვებულ ერთეულებში ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა აღნიშნული საინვესტიციო ფონდი საქართველოში), თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: დ.ა) საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა საინვესტიციო ფონდი ექვემდებარება ზედამხედველობას, რომელიც UCITS-ისთვის განსაზღვრული ზედამხედველობის ეკვივალენტურია. ამასთანავე, უზრუნველყოფილია საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა; დ.ბ)  სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების დაცვის დონე UCITS-ის ერთეულის მფლობელების დაცვის დონის ეკვივალენტურია, მათ შორის, აქტივების სეგრეგაციის, სესხის აღებისა და გაცემის მარეგულირებელი წესები ამ კანონის მოთხოვნების ეკვივალენტურია; დ.გ) სხვა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხდება წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივებისა და ვალდებულებების, შემოსავლისა და ოპერაციების შეფასების მიზნით; დ.დ) UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდს უფლება არა აქვს, საკუთარი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა UCITS-ის ერთეულებში ან სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში; ე) კომერციულ ბანკებში განთავსებულ მოთხოვნამდე დეპოზიტებში ან ვადიან დეპოზიტებში, რომელთა ვადიანობა 12 თვეს არ აღემატება, იმ პირობით, რომ კომერციული ბანკი ლიცენზირებულია საქართველოში ან უცხოური ბანკი, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით კომერციული ბანკებისთვის დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია; ვ) დერივატივებში (მათ შორის, მათ ეკვივალენტ ფინანსურ ინსტრუმენტებში, რომლებიც ფულად ანგარიშსწორებას ითვალისწინებს), რომლებიც ივაჭრება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, ან არასაბირჟო ფინანსურ დერივატივებში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ვ.ა) დერივატივი ნაწარმოებია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებიდან ან ფინანსური ინდექსებიდან, საპროცენტო განაკვეთებიდან, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსებიდან ან უცხოური ვალუტიდან, რომლებშიც UCITS-ს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს საკუთარი სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად; ვ.ბ) არასაბირჟო დერივატივების მხარეები ექვემდებარებიან პრუდენციულ ზედამხედველობას და განეკუთვნებიან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიებს; ვ.გ) არასაბირჟო დერივატივი ექვემდებარება ყოველდღიურ სანდო და დადასტურებად შეფასებას და მისი გაყიდვა, ლიკვიდაცია ან დახურვა ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სამართლიან ფასად, UCITS-ის ინიციატივით; ზ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც სავაჭროდ დაშვებული არ არის ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, თუ ამ ინსტრუმენტების ემისია ან მათი ემიტენტი ინვესტორებისა და დანაზოგების დაცვის მიზნით რეგულირებას ექვემდებარება და ეს ინსტრუმენტები: ზ.ა) გამოშვებულია ან გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ, უცხო ქვეყნის ან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ; ზ.ბ) გამოშვებულია ემიტენტის მიერ, რომლის მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე; ზ.გ) გამოშვებულია ან გარანტირებულია ემიტენტის მიერ, რომელიც ექვემდებარება პრუდენციულ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან ისეთი ემიტენტის მიერ, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია; ზ.დ) გამოშვებულია სხვა ემიტენტის მიერ, რომელიც განეკუთვნება საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიას, იმ პირობით, რომ ამ ინსტრუმენტებში განხორციელებული ინვესტიცია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციების ეკვივალენტურად არის დაცული.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქტივებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელების გარდა,  UCITS-ს უფლება აქვს: ა) თავისი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ისეთ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით; ბ) ფლობდეს დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს.

3.UCITS-ს ეკრძალება ძვირფასი ლითონების ან მათი შესაბამისი სერტიფიკატების შეძენა.

4.დერივატივებთან დაკავშირებული რისკის საერთო პოზიცია UCITS-ისთვის არ უნდა აღემატებოდეს მისი პორტფელის საერთო წმინდა ღირებულებას. რისკის პოზიციის გამოთვლისას გაითვალისწინება ძირითადი აქტივების მიმდინარე ღირებულება, კონტრაჰენტის რისკი, ბაზრის სამომავლო ცვალებადობა და პოზიციების დახურვისთვის განსაზღვრული ვადა.

5.საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებულ UCITS-ს უფლება აქვს, შეიძინოს მოძრავი და უძრავი ქონება ან/და არამატერიალური აქტივი, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო კომპანიის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.

6.ამ მუხლით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებად ჩაითვლება შემდეგი ინსტრუმენტები: ა) აქციები კომპანიებში და აქციის ეკვივალენტი სხვა ფასიანი ქაღალდები (წილობრივი ფასიანი ქაღალდები); ბ) ობლიგაციები და სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდები; გ) სხვა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევა ნებისმიერი ასეთივე მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას პირველადი შესყიდვით ან გაცვლით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფასიანი ქაღალდებით თაღლითობა (მუხლი 180)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო-ბირჟის ლიცენზირება (VASP)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირჟაზე ტოკენის ლისტინგის მხარდაჭერა (CEX და DEX)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-08-04
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2მუხლი 54მუხლი 25მუხლი 56მუხლი 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 54UCITS-ის მიერ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია
  • 55UCITS-ის მიერ პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენება
  • 57ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 15ფონდის რესურსების ინვესტირება

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 44ფასიანი ქაღალდები და გარიგების მონაწილეები, რომლებზედაც ვრცელდება გაყალბებისა და ბაზრის მანიპულაციის აკრძალვის მოთხოვნები
  • 1გამოყენების სფერო
  • 18გარიგებანი საფონდო ბირჟაზე

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 3საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 38საპენსიო აქტივების ინვესტირება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 22ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44118323¹31554572255655382253
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …დეპოზიტების დაზღვევის …საინვესტიციო საქმიანობ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026