საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 57. ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ თავით დგინდება ინვესტიციების მიმღები ფონდებისა და ინვესტორი ფონდების სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუ ეს საინვესტიციო ფონდები ამავდროულად შექმნილი არიან UCITS-ის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.

2.ინვესტორი UCITS (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტორი ფონდი) არის UCITS ან მისი ქვეფონდი, რომელიც საზედამხედველო ორგანოს თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა UCITS-ში ან მის ქვეფონდში (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტიციის მიმღები ფონდი).

3.ინვესტორი ფონდი შეიძლება ფლობდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ აქტივსა და ფინანსურ ინსტრუმენტს საკუთარი აქტივების 15 პროცენტამდე ოდენობით: ა) დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს; ბ) დერივატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ჰეჯირების მიზნით ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის და 55-ე მუხლის შესაბამისად; გ) მოძრავ ან უძრავ ქონებას ან/და არამატერიალურ აქტივს, რომლებიც აუცილებელია მის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ ინვესტორი ფონდი საინვესტიციო კომპანიაა.

4.ინვესტორი ფონდი ვალდებულია დერივატივებთან მიმართებით გაიანგარიშოს საკუთარი საერთო რისკის პოზიცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთარი პირდაპირი რისკის პოზიციასთან ერთ-ერთი შემდეგი მაჩვენებლის გაერთიანებით: ა) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის რეალური რისკის პოზიცია ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად; ბ) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის პოტენციური მაქსიმალური საერთო რისკის პოზიცია მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად.

5.ინვესტიციის მიმღები ფონდი არის ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული UCITS ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე UCITS-ის ან ასეთი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) მისი სულ მცირე ერთი ერთეულის მფლობელი არის ინვესტორი ფონდი; ბ) იგი თავად არ არის ინვესტორი ფონდი; გ) იგი არ ფლობს ინვესტორი ფონდის ერთეულებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ თავით დგინდება ინვესტიციების მიმღები ფონდებისა და ინვესტორი ფონდების სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუ ეს საინვესტიციო ფონდები ამავდროულად შექმნილი არიან UCITS-ის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა. 2. ინვესტორი UCITS (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტორი ფონდი) არის UCITS ან მისი ქვეფონდი, რომელიც საზედამხედველო ორგანოს თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა UCITS-ში ან მის ქვეფონდში (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტიციის მიმღები ფონდი). 3. ინვესტორი ფონდი შეიძლება ფლობდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ აქტივსა და ფინანსურ ინსტრუმენტს საკუთარი აქტივების 15 პროცენტამდე ოდენობით: ა) დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს; ბ) დერივატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ჰეჯირების მიზნით ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის და 55-ე მუხლის შესაბამისად; გ) მოძრავ ან უძრავ ქონებას ან/და არამატერიალურ აქტივს, რომლებიც აუცილებელია მის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ ინვესტორი ფონდი საინვესტიციო კომპანიაა. 4. ინვესტორი ფონდი ვალდებულია დერივატივებთან მიმართებით გაიანგარიშოს საკუთარი საერთო რისკის პოზიცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთარი პირდაპირი რისკის პოზიციასთან ერთ-ერთი შემდეგი მაჩვენებლის გაერთიანებით: ა) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის რეალური რისკის პოზიცია ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად; ბ) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის პოტენციური მაქსიმალური საერთო რისკის პოზიცია მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად. 5. ინვესტიციის მიმღები ფონდი არის ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული UCITS ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე UCITS-ის ან ასეთი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) მისი სულ მცირე ერთი ერთეულის მფლობელი არის ინვესტორი ფონდი; ბ) იგი თავად არ არის ინვესტორი ფონდი; გ) იგი არ ფლობს ინვესტორი ფონდის ერთეულებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49²323¹715253555885451232222357
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…საინვესტიციო საქმიანობ…ფასიან ქაღალდებად გარდ…ინოვაციების შესახებდაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა