რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 83. სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.სასამართლო ამტკიცებს კრედიტორთა მიერ ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას, თუ დაცულია ამ კანონის მოთხოვნები, აგრეთვე კრედიტორთა კრების მოწვევისა და კენჭისყრის წესები.

2.დაუშვებელია, სასამართლომ დაამტკიცოს რეაბილიტაციის გეგმა, რომლითაც: ა) გათვალისწინებულია პრეფერენციული ვალების ისეთი დაფარვა, რომელიც არ გულისხმობს მათ დაფარვას არაპრეფერენციულ ვალებთან შედარებით პრიორიტეტულად, გარდა შესაბამისი კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა; ბ) ირღვევა პროპორციულობის პრინციპი პრეფერენციულ კრედიტორთა და არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფებში, გარდა შესაბამისი კრედიტორის (კრედიტორების) თანხმობის არსებობის შემთხვევისა; გ) კრედიტორი არ მიიღებს ან არ შეინარჩუნებს, სულ მცირე, მისი მოთხოვნის ისეთ ღირებულებას, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების საფუძველზე მიიღებდა, გარდა ამ კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა. გაკოტრების მინიმუმის გამოანგარიშებისას და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესის დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი; დ) უზრუნველყოფილი კრედიტორი იმაზე ნაკლებს მიიღებს, ვიდრე უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიიღებდა, გარდა ამ კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევისა; ე) ახალი კრედიტორული მოთხოვნები ამ კანონით დადგენილი წესით დაცული არ არის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
732363⁵⁰316⁴351⁴37¹¹82848617583
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…კომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…საგადასახადო დავალიანე…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა