საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 43. საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საინვესტიციო ფონდების შერწყმა შესაძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.

2.ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოსთვის წინასწარ შეტყობინებას, რომლის განხორციელების წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

3.რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს, თუ მიმღები საინვესტიციო ფონდი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია.

4.დაუშვებელია ღია და დახურული საინვესტიციო ფონდების შერწყმა, ინტერვალური საინვესტიციო ფონდის შერწყმა ღია ან დახურულ საინვესტიციო ფონდთან, აგრეთვე არსებითად განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდების შერწყმა.

5.ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს ან სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ან მის ქვეფონდს.

6.საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია შეერწყას სხვა საინვესტიციო კომპანიას. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს ან სხვა საინვესტიციო კომპანიას ან მის ქვეფონდს.

7.საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების რეორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებები გამოიყენება საინვესტიციო კომპანიებთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.საინვესტიციო ფონდების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) დაუშვებელია.

9.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი წესები ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

10.საინვესტიციო ფონდებისთვის ამ თავით დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საინვესტიციო ფონდების შერწყმა შესაძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ 8 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით. 2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოსთვის წინასწარ შეტყობინებას, რომლის განხორციელების წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. 3. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს, თუ მიმღები საინვესტიციო ფონდი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია. 4. დაუშვებელია ღია და დახურული საინვესტიციო ფონდების შერწყმა, ინტერვალური საინვესტიციო ფონდის შერწყმა ღია ან დახურულ საინვესტიციო ფონდთან, აგრეთვე არსებითად განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდების შერწყმა. 5. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს ან სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ან მის ქვეფონდს. 6. საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია შეერწყას სხვა საინვესტიციო კომპანიას. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს ან სხვა საინვესტიციო კომპანიას ან მის ქვეფონდს. 7. საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების რეორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებები გამოიყენება საინვესტიციო კომპანიებთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. საინვესტიციო ფონდების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) დაუშვებელია. 9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი წესები ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 10. საინვესტიციო ფონდებისთვის ამ თავით დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172349¹23¹7244956567664743
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებინოვაციების შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა