Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 51

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 51. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სხვა მოძრავი ქონების შეფასებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityბრენდის და გუდვილის შეფასებაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებირისკების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში ადგენს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ყველაზე მოგებიანი წინადადების გამოვლენას.

2.საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შეიძლება დაეფუძნოს: ა) დაბალ ფასს; ბ) ეკონომიკურ ეფექტიანობას, როგორიცაა სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი, რომელიც მოიცავს საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპის დანახარჯს ან მთლიან ხარჯს, კერძოდ: ბ.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ან სხვა მომხმარებლის მიერ გაწეულ ხარჯს, მათ შორის: ბ.ა.ა) შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯს; ბ.ა.ბ) სარგებლობასთან, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებულ ხარჯს; ბ.ა.გ) მოვლასთან დაკავშირებულ ხარჯს; ბ.ა.დ) სიცოცხლისუნარიანობის დასრულების ხარჯს, როგორიცაა შეგროვებისა და გადამუშავების ხარჯი; ბ.ბ) საქონელთან, სამუშაოსთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ, გარემოსდაცვითი გარე ფაქტორებით განპირობებულ ხარჯს მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მათ შორის, გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ხარჯებს (თუ მიყენებული ზიანის ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა შესაძლებელია). ასეთი ხარჯი შესაძლებელია მოიცავდეს სათბურის აირების ან სხვა დაბინძურების ემისიას, აგრეთვე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შემცირების ხარჯს; გ) ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას. ამ შემთხვევაში გაითვალისწინება შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ხარისხობრივი, გარემოსდაცვითი ან სოციალური ასპექტები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს: გ.ა) ხარისხს, მათ შორის, ტექნიკურ, ესთეტიკურ და ფუნქციურ მახასიათებლებს, ხელმისაწვდომობას, ყველა მომხმარებელზე მორგებას, სოციალურ, გარემოსდაცვით და ინოვაციურ მახასიათებლებს, აგრეთვე ვაჭრობასა და მის პირობებს; გ.ბ) ორგანიზაციულ მოწყობას, შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, თუ მისმა კვალიფიკაციამ და გამოცდილებამ ვალდებულებების შესრულებაზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს; გ.გ) შესყიდვის შემდგომ მომსახურებასა და ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე მიწოდების პირობებს (მიწოდების თარიღი, პერიოდი, პროცესი ან მისი დასრულების პერიოდი).

3.სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს შემთხვევები, როდესაც დასაშვებია ან აკრძალულია მხოლოდ დაბალი ფასის კრიტერიუმის დაწესება. ამ კანონის 29-ე–31-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება სავალდებულოა.

4.საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებულად მიიჩნევა, თუ ეს კრიტერიუმები ეხება შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებას, სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას მისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერი სახით, მათ შორის, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) საქონლის წარმოების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის კონკრეტული პროცესი; ბ) მისი სასიცოცხლო ციკლის სხვა ეტაპის კონკრეტული პროცესი.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული პროცესები გაითვალისწინება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პროცესები საქონლის წარმოების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შემადგენელი არსებითი ნაწილი ან სხვა ფიზიკური მახასიათებელი არ არის.

6.შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღ კონკურენციას. ეს კრიტერიუმები შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციებში ისე უნდა აღიწეროს, რომ სათანადოდ შეფასდეს ეკონომიკური ოპერატორების მიერ წარდგენილი ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა. ბუნდოვანების არსებობის შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეფექტიანად უნდა გადაამოწმოს ეკონომიკური ოპერატორების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების სიზუსტე.

7.გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმი მხოლოდ დაბალი ფასია, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს თითოეული კრიტერიუმის ხვედრით წონას. თუ ობიექტური მიზეზების გამო კრიტერიუმის ხვედრითი წონა ვერ განისაზღვრება, შემსყიდველი ორგანიზაცია მიუთითებს კრიტერიუმების რიგითობას კლებადობის მიხედვით.

8.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვის ღირებულების ხარჯს სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მეთოდით გამოთვლის, მან შესყიდვის პირობებში უნდა მიუთითოს მონაცემები, რომელთა წარდგენაც ევალებათ ეკონომიკურ ოპერატორებს, და მეთოდი, რომლითაც ამ მონაცემების საფუძველზე დადგინდება სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი. მეთოდი, რომლითაც გარემოსდაცვითი გარე ფაქტორებით განპირობებული ხარჯი ფასდება, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) იგი უნდა ეფუძნებოდეს არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს, რომელთა ობიექტურად გადამოწმებაც შესაძლებელია. კერძოდ, თუ მეთოდი განმეორებადი ან განგრძობადი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი, იგი ეკონომიკურ ოპერატორს გაუმართლებლად არ უნდა ანიჭებდეს უპირატესობას ან არ უნდა აყენებდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში; ბ) იგი ყველა მხარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება გონივრული ძალისხმევის გამოყენებით უნდა შეეძლოს ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ეკონომიკურ ოპერატორს.

9.საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმის აღწერის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. თავი VIII საჯარო შესყიდვის გამოცხადება. განაცხადისა და წინადადების წარდგენა

წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონკურენტული გარემოს მიმოხილვა (competitive landscape)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის კვლევა სეგმენტების მიხედვით1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრემიუმ და ლაქშერი სეგმენტის ბაზრის კვლევა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაზრო რისკის ანალიზი (მსყიდველუნარიანობა, მოთხოვნა-მიწოდება)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 49შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები
  • 64შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონე წინადადება
  • 29კონკურენტული დიალოგი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 5საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის  შესახებ დასკვნები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 16სატენდერო წინადადებების შერჩევა
  • 17სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების წესი
  • 12შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 105შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 103მიწოდების წესები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 980ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79801051816171210331496429551
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სამრეწველო ემისიების შ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საგადასახა…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026