Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 50

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 50. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თანამშრომლის შეღავათებიტოკენომიკა და დიზაინიინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებებივაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს: ა) მისი პროფესიული საქმიანობის შესაბამისობას; ბ) მის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას; გ) მის ტექნიკურ და პროფესიულ შესაბამისობას.

2.ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმების მიზანი უნდა იყოს მხოლოდ იმის შემოწმება, აქვს თუ არა ეკონომიკურ ოპერატორს დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო სამართლებრივი, ფინანსური, ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობები. შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნა შესყიდვის ობიექტს უნდა უკავშირდებოდეს და პროპორციული უნდა იყოს.

3.პროფესიული საქმიანობის შესაბამისობასთან დაკავშირებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს შესყიდვის პირობებით შეიძლება მოსთხოვოს, რომ იგი თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით იყოს რეგისტრირებული, აკრედიტებული, ავტორიზებული, ლიცენზირებული ან სერტიფიცირებული ან იყოს შესაბამისი ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი, თუ შესყიდვის ობიექტის მისაწოდებლად შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ამ წინაპირობას განსაზღვრავს. დაუშვებელია, დადგინდეს მინიმალური ვადა, რომელიც გასული უნდა იყოს ასეთი რეგისტრაციიდან, აკრედიტაციიდან, ავტორიზაციიდან, ლიცენზირებიდან, სერტიფიცირებიდან ან გაწევრებიდან.

4.ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება განსაზღვროს წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა, რომელიც ეკონომიკურ ოპერატორს უნდა ჰქონდეს, მათ შორის, წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებულ სფეროში. წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ორმაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული გამონაკლისი შემთხვევისა, რომელიც გამომდინარეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკასთან დაკავშირებული რისკებიდან, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადიდან. თუ შესყიდვის ხელშეკრულება იდება ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში კონკურენტული პროცესის გამართვით, მოთხოვნილი წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა ითვლება დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესაძლო მაქსიმალური ღირებულების მიხედვით, ხოლო როდესაც ასეთი ღირებულება ცნობილი არ არის – ჩარჩოშეთანხმების სავარაუდო ღირებულების მიხედვით. დინამიკური შესყიდვის სისტემის შემთხვევაში წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა ითვლება ამ სისტემის მეშვეობით დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესაძლო მაქსიმალური ღირებულების მიხედვით. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება განსაზღვროს მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის აქტივებსა და პასივებს შორის ბალანსთან დაკავშირებით.

5.ტექნიკურ და პროფესიულ შესაბამისობასთან დაკავშირებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მოსთხოვოს საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების, აგრეთვე გამოცდილების ქონა.

6.ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმების აღწერის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 51

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თანამშრომელთა წილობრივი ოფციონები (ESOP)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სპოტ ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უტილიტი და სტეიბლქოინის მექანიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კასტოდიური პარტნიორის შერჩევა კომპანიებისთვის (BitGo, Fireblocks, Copper)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 59დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობისა და შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემოწმება
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
  • 63სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 20⁹ჩარჩოშეთანხმება
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 26ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები
  • 25ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 5კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 46დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1320⁹10³513⁵14 (დ…26254659196350
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026