Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 38

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 38. დინამიკური შესყიდვის სისტემა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული FeasibilityDAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.დინამიკური შესყიდვის სისტემა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით და გამოიყენება ბაზარზე ფართოდ გავრცელებული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შესყიდვის ობიექტის შესასყიდად, როდესაც ამ შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. დინამიკური შესყიდვის სისტემა არ გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესასყიდად.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტი კატეგორიებად დაყოს, საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს. ეს თავისებურება შეიძლება უკავშირდებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების მაქსიმალურ დასაშვებ მოცულობას ან გეოგრაფიულ არეალს, რომლის ფარგლებშიც დაიდება შესყიდვის ხელშეკრულება.

3.დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ეყრდნობა შეზღუდული პროცედურის განხორციელებისას გამოსაყენებელ წესებს (გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა კანდიდატი, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, დაშვებული უნდა იქნეს დინამიკური შესყიდვის სისტემაში. ასეთ შემთხვევაში კანდიდატთა რაოდენობის შემცირება დაუშვებელია. თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ობიექტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კატეგორიებად დაყო, მან თითოეული კატეგორიისთვის შეფასების კრიტერიუმები უნდა დაადგინოს.

4.დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული ფორმით აქვეყნებს შესყიდვის პირობებს, რომლებშიც სულ მცირე მითითებულია: ა) დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენების შესახებ; ბ) შესყიდვის ბუნება და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო რაოდენობა/მოცულობა; გ) შესყიდვის ობიექტის კატეგორიებად დაყოფის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ; დ) დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების ვადა; ე) დინამიკური შესყიდვის სისტემასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

5.შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებების წარსადგენად ელექტრონული ფორმით იწვევს დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვებულ ყველა მონაწილეს. თუ დინამიკური შესყიდვის სისტემაში შესყიდვის ობიექტი კატეგორიებად არის დაყოფილი, წინადადებების წარსადგენად მოიწვევა ყველა მონაწილე, რომლებიც დინამიკური შესყიდვის სისტემაში შესყიდვის ობიექტის შესაბამის კატეგორიასთან არიან დაშვებული. შესყიდვის ხელშეკრულება იდება შესყიდვის პირობებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ეს კრიტერიუმები შესაძლებელია დამატებით, დეტალურად განისაზღვროს მოწვევაში წინადადებების წარსადგენად.

6.დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მოსთხოვოს განახლებული განაცხადის/დოკუმენტის 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა.

7.დინამიკური შესყიდვის სისტემა მისი მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ღიაა ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომელიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ეკონომიკური ოპერატორი დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვების მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განაცხადს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება. ეს ვადა გამონაკლის შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საჭიროა დამატებითი დოკუმენტაციის შემოწმება, რომლის გარეშეც ვერ დადგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი შეფასების კრიტერიუმებს.

8.დაუშვებელია, დინამიკური შესყიდვის სისტემაში მონაწილეობისთვის დაწესდეს სხვა, დამატებითი გადასახადი, გარდა ამ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფასების დინამიკის ანალიზი უბნების/ქალაქების მიხედვითსერვისის გვერდი
  • Snapshot და on-chain ხმის მიცემის ინტეგრაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 54მუხლი 55

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 5ელექტრონული სისტემა
  • 26საჯარო შესყიდვის პროცედურები
  • 49შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები
  • 20⁸სახელმწიფო შესყიდვის ინსტრუმენტები
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
  • 12შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები
  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 23ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 82დახურული გამანაწილებელი სისტემა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 43²საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²10¹20⁸10³2331227825455415264938
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026