Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 59

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 59. დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობისა და შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემოწმება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში განსაზღვროს დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც სთხოვს ეკონომიკურ ოპერატორს დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობის ან შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესამოწმებლად.

2.ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობა შესაძლებელია შემოწმდეს აგრეთვე შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით.

3.პროფესიული საქმიანობის შესაბამისობა შესაძლებელია შემოწმდეს რეგისტრაციის, აკრედიტაციის, ავტორიზაციის, ლიცენზირების, სერტიფიცირების ან შესაბამისი ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით.

4.ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა შესაძლებელია შემოწმდეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს ან ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით, ეკონომიკური ოპერატორის ფინანსური ან წლიური ანგარიშით და ამ ანგარიშიდან ამონაწერით. წლიურ ბრუნვასთან დაკავშირებით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ინფორმაცია არაუმეტეს ბოლო 3 ფინანსური წლის შესახებ, ეკონომიკური ოპერატორის დაფუძნების ან მის მიერ საქმიანობის დაწყების თარიღის გათვალისწინებით. თუ ეკონომიკური ოპერატორი ადასტურებს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტს ვერ წარადგენს, მას შეუძლია საკუთარი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაადასტუროს სხვა დოკუმენტით, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით შემსყიდველი ორგანიზაცია მისაღებად მიიჩნევს.

5.შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და პროფესიული შესაბამისობა შესაძლებელია შემოწმდეს: ა) არაუმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციით. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს საქონლის/მომსახურების ღირებულების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის თარიღისა და მიმღების შესახებ. მას უნდა ერთოდეს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ საჭიროა კონკურენციის ადეკვატური დონის მიღწევა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო ადრე განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა; ბ) არაუმეტეს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციით. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს სამუშაოს ღირებულების, შესრულების თარიღისა და მიმღების შესახებ. მას უნდა ერთოდეს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ საჭიროა კონკურენციის ადეკვატური დონის მიღწევა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო ადრე განხორციელებული სამუშაოს შესრულება; გ) ტექნიკური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების შესახებ ინფორმაციით, მიუხედავად მათი ეკონომიკური ოპერატორის საწარმოსადმი კუთვნილებისა, განსაკუთრებით − ხარისხზე პასუხისმგებელი ან სამუშაოს შემსრულებელი პერსონალისა/სტრუქტურული ერთეულისა; დ) ხელმძღვანელის ან ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებით; ე) ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ტექნიკური აღჭურვილობისა და რესურსების აღწერით; ვ) ვალდებულებების შესასრულებლად გამოსაყენებელი მიწოდებისა და მონიტორინგის მართვის სისტემის აღწერით; ზ) ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების აღწერით; თ) შესყიდვის ხელშეკრულების იმ ნაწილზე მითითებით, რომელიც ქვეკონტრაქტორმა უნდა შეასრულოს; ი) ინსპექტირებით, რომელსაც ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია ან მისი სახელით − კომპეტენტური ორგანო, თუ შესყიდვის ობიექტი სირთულით გამოირჩევა ან სპეციალური დანიშნულებისაა. ინსპექტირება უნდა ეხებოდეს ეკონომიკური ოპერატორის საწარმოო სიმძლავრეს ან ტექნიკურ შესაძლებლობებს, საჭიროების შემთხვევაში − ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად მისაღებ ზომებს.

6.ეკონომიკურ ოპერატორს ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ შესაძლებელია, მონაცემები სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში ან მონაცემთა სხვა ღია/საჯარო ბაზაში გადამოწმდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 58შემდეგი მუხლი 60

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დემოგრაფიული და სოციო-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 58

მიუთითებენ მასზე

მუხლი 61მუხლი 62

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 77დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები
  • 50ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები
  • 58დისკვალიფიკაცია

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 26ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია
  • 26 (დანართი 1)დოკუმენტური შეუსაბამობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13710³2713⁵13⁶14 (დ…26 (დ…26586162775059
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026