Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 26

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 26. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:კრიპტო ლიცენზირებატრანსპორტისაავიაციო ლიცენზირებაწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია: ა) საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობების მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობა, აგრეთვე განმცხადებლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობა; ბ) განმცხადებლის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლის მაღალი დონის არსებობა, რომელიც მიიღება კომერციული მართვის სისტემისა და შესაბამის შემთხვევაში ტრანსპორტირების აღრიცხვის მეშვეობით და რომელიც უზრუნველყოფს სათანადო საბაჟო კონტროლს; გ) გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა. ეს კრიტერიუმი შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, თუ განმცხადებელს აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს, შეასრულოს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები; დ) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში − კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტი ან განხორციელებულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პროფესიული კვალიფიკაცია; ე) ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის შემთხვევაში − დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტი. ეს მოთხოვნა შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ განმცხადებელი ადასტურებს, რომ იღებს სათანადო ზომებს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქონლის მთლიანობა და შეღწევადობა, ლოჯისტიკური პროცესები და სპეციფიკური საქონლის დამუშავება, პერსონალი და ბიზნესპარტნიორების იდენტიფიცირება.

2.ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ან/და დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო კონტროლის განსაკუთრებული პირობებია დადგენილი.

3.ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები, შესაბამისი სახის ავტორიზაციით სარგებლობის წესი, აგრეთვე შემთხვევები, რომლებზედაც არ ვრცელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ფლობასთან დაკავშირებული გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ან/და დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი III. საბაჟო კონტროლი

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო ბიზნესის რეგისტრაცია და ავტორიზაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლოჯისტიკის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • წარმოშობის სერტიფიცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 59საქართველოს საბაჟო… 255

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 25ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი
  • 95ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება
  • 112აღრიცხვა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 50ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები
  • 59დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობისა და შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემოწმება
  • 63სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 63ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის კრიტერიუმები
  • 62ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 46დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი
  • 43გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25513⁵342559951124643505963636226
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო შესყიდვების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…რადიაციული დაცვის, ბირ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025