Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 61

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 61. შესყიდვების ერთიანი ევროპული დოკუმენტი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სმარტ კონტრაქტის დეველოპმენტიშერწყმა და შეძენაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებააქციებით ტრანზაქციებიკლიმატის პოლიტიკა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესყიდვების ერთიანი ევროპული დოკუმენტი (European Single Procurement Document) (შემდგომ ამ მუხლში – ESPD) არის საწყისი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ეკონომიკური ოპერატორის დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობას, მის მიერ შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებთან მის შესაბამისობას. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიიღოს ESPD. თუ ეკონომიკური ოპერატორი მიიღებს გადაწყვეტილებას ESPD-ის წარდგენის შესახებ, მან ის უნდა წარადგინოს აგრეთვე შემდეგ პირებთან (არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებით: ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრთან დაკავშირებით – თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა; ბ) ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებით – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან დაკავშირებით, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ქვეკონტრაქტორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.

2.ESPD უნდა შეიცავდეს ეკონომიკური ოპერატორის ფორმალურ დასტურს, რომ დისკვალიფიკაციის საფუძვლები არ არსებობს და კმაყოფილდება ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები ან/და ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირობები. ESPD-ში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე უფლებამოსილი ორგანო ან მესამე პირი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისთვის, და ეკონომიკური ოპერატორის მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ წარადგინოს.

3.ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ESPD, რომელიც მან ადრე საჯარო შესყიდვის სხვა პროცედურაში წარადგინა. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ESPD-ში მითითებული ინფორმაცია კვლავ ძალაშია.

4.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო შესყიდვის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს კანდიდატს/პრეტენდენტს დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობის, შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და ამ კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე, გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შემსყიდველი ორგანიზაცია იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელთანაც შესყიდვის ხელშეკრულება იდება, მოსთხოვს, წარადგინოს განახლებული დოკუმენტები ამ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – 62-ე მუხლის შესაბამისად. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება ეკონომიკურ ოპერატორს მისცეს წარდგენილი დოკუმენტების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით დაზუსტების საშუალება. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც მას უკვე აქვს ან ხელმისაწვდომია ელექტრონულ სისტემაში ან მონაცემთა სხვა ღია/საჯარო ბაზაში.

5.ESPD-ის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 62

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბოლოო მომხმარებლის ლიცენზიის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ევროკავშირის მწვანე შეთანხმების შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20მუხლი 37მუხლი 59მუხლი 60მუხლი 62მუხლი 63

მიუთითებენ მასზე

მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 59დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობისა და შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემოწმება
  • 76შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველყოფა
  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია
  • 11სატენდერო დოკუმენტაცია
  • 29სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 258საკონტროლო შესყიდვა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 75²ევროპული საპატენტო განაცხადი და ვალიდირებული ევროპული პატენტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13710³271113⁵59203760626372761261
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026