Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 60

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 60. კანდიდატთა რაოდენობის შემცირება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:კოლექტიური შემცირებაკონკურენციის აკრძალვის ხელშეკრულებებიპერსონალური ბრენდინგი და ბაზარზე შესვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება შეამციროს იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მოწვეული იქნებიან წინადადებების წარსადგენად ან დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად, იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა ამ მუხლით განსაზღვრულზე ნაკლები არ იქნება.

2.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებით უნდა დაადგინოს ობიექტური და არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც იგი მოიწვევს კანდიდატებს, და განსაზღვროს მოსაწვევი კანდიდატების მინიმალური რაოდენობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მაქსიმალური რაოდენობა. კანდიდატთა რაოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღი კონკურენცია. მათი რაოდენობის განსაზღვრისას შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციას.

3.შეზღუდულ პროცედურაში კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 5, ხოლო წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში – 3.

4.შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებების წარსადგენად ან დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სულ მცირე მინიმალური რაოდენობის კანდიდატებს. თუ იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოიწვიოს სხვა კანდიდატები, რომლებიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია იმავე საჯარო შესყიდვაში მოიწვიოს ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც განაცხადი არ წარუდგენია ან/და რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

5.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების ეტაპობრივად შემცირების უფლებით, ეს უფლება შესყიდვის პირობებით დადგენილი წესებით უნდა განხორციელდეს. პრეტენდენტებისა და შეთავაზებული გადაწყვეტის გზების რაოდენობა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად საკმარისი უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 59შემდეგი მუხლი 61

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კონკურენციის შეზღუდვის პირობა (NCA)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონსულტაცია შტატების შემცირებაზე (რეორგანიზაცია)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სპიკერული შესაძლებლობების მოძიება კრიპტო ღონისძიებებზესერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 29

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27მუხლი 28მუხლი 29მუხლი 30მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 28შეზღუდული პროცედურა
  • 29კონკურენტული დიალოგი
  • 53შესყიდვის პირობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10³სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება
  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

მეწარმეთა შესახებ

  • 247წარმომადგენელთა კრება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 25ფასთა კოტირება
  • 16სატენდერო წინადადებების შერჩევა
  • 7სატენდერო კომისია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 18კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია, შერჩევის კრიტერიუმები, შესარჩევი კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³1316¹25167182624729282730615360
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…მეწარმეთა შესახებსახელმწიფო შესყიდვების…რეაბილიტაციისა და კრედ…საჯარო და კერძო თანამშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026