ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 11. ინფორმაციის გატარება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარებისას ან საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არ არის, თუ: ა) იგი არ ყოფილა ინფორმაციის გატარების ინიციატორი; ბ) მას არ აურჩევია გატარებული ინფორმაციის მიმღები; გ) მას არ შეურჩევია ან არ შეუცვლია გატარებული ინფორმაციის შინაარსი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარება და საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა გულისხმობს გასატარებელი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვას, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მოქმედება სრულდება საკომუნიკაციო ქსელით ინფორმაციის გატარების პროცესის განსახორციელებლად. ამასთანავე, ინფორმაცია არ შეინახება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე მის გადასაცემად ტექნიკურად არის საჭირო.

3.ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹8311520102811121342511
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …საავტორო და მომიჯნავე …პერსონალურ მონაცემთა დ…საგადახდო სისტემისა და…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა